მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა და ერთი შვილი, გალაკტიონ გასვიანი ჰყავს. მარიტა და გიორგი ერთმანეთს პროფესიამ დააკავშირა - მარიტა თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და მომავალი მეუღლის სპექტაკლებზეც ხშირად დადიოდა:
"მარიტა პანდემიამდე ჩემს სპექტაკლებზე დადიოდა. "ინსტაგრამის" მეშვეობით შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და პირველად ჩემი მეგობრის, ზურა ჯავახიას კონცერტზე ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ასე დაიწყო. გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთბის შესახებ და მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, რაღაც პერიოდი მსახიობობაზეც ფიქრობდა, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა.
"ძიძა არ მყავს, 2-3 საათით მძინავს, ცივ საჭმელსაც ვჭამ, მაგრამ არაფერია იმაზე ძვირფასი, როცა ვიცი, რომ ჩემს შვილს ვჭირდები" - მარიტა მელიქიშვილი დედობის სირთულეების შესახებ
„რამხელა სიყვარულით უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ ერთადერთი სიცოცხლის მასთან გატარება გინდოდეს!" - მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს დაბადების დღეს ულოცავს
რომელ ასაკშიც უნდა შექმნა ოჯახი, ნებისმიერ დროს ხარ ბედნიერი. მთავარია, ბედნიერების ყოველდღიური განცდა შეგეძლოს. პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, როცა მეტი პრობლემა მქონდა, როცა პროფესიულადაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული და წესიერად სახლიც არ მქონდა, რადგანაც დევნილი ვარ, ალბათ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომაც არ ვქმნიდი.

ჩვენი ურთიერთობა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, ერთმანეთისთვის ძალიან კომფორტული ადამიანები ვართ - ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს. საერთოდ, ჩვენს ურთიერთობაში მეგობრობას და გულშემატკივრობას დიდი ადგილი უჭირავს", - ამბობდა გიორგი გასვიანი.
თავად მარიტა ოჯახსა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს. ამის პარალელურად კი, ის სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩეოდა, რაზეც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" საკუთარი ცხოვრების გაზიარება მის ინტერესებში აღარ შედის:
