66 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებას მისი რძალი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს.
„გარდაიცვალა ჩემი ვაჩუკას ბაბუა, ჩემი იმედი და ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ძალა. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები.
მეამაყება, რომ შენი რძალი ვარ და ვიქნები. შენი ვაჩუკა კი არასდროს დაგივიწყებს და შენი სახელის უკვდავსაყოფად ყველაფერს იზამს.
ვაჩეს საუკეთესო და ძლიერი ბაბუა... ძალიან გვიყვარხარ. ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…”, – ვკითხულობთ ტექსტში.
"როგორიც ლიკა სინამდვილეში იყო..." - ლიკა ქავჟარაძე იური მეჩითოვის ობიექტივში და ქართველი ვარსკვლავის აქამდე უცნობი კადრები
"ჩვენო სოსო, მუდამ გედიად აღგიქვამდით; მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით, ისე გიყურებდით…" - ექიმი მაკა ბულეიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე
სოსო ჯაჭვლიანი იყო ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).
1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად.
