მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი 2021 წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. პირადი ცხოვრების შესახებ ეკა არჩვაძე ჟურნალ „სარკესთან” ამბობდა:
„მე დიდი ხანი მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, საკუთარი პრობლემების თავად მოგვარებას. მაქვს სახლი, სამსახური, მყავს შვილები, რძლები, შვილიშვილები და მათზე ზრუნვაში გადიოდა დრო. რომ არა ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული, სუფთა გრძნობა და არა ანგარება, არანაირად არ ვიფიქრებდი ცხოვრების შეცვლას. ხალხი იცნობს გიას, როგორც კარგ მომღერალს, მეგობრების, სამშობლოს მოყვარულს. მე დავამატებდი, რომ საუკეთესო მეუღლეა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ქალისთვის მთავარია, გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის. მე ამას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად ერთად ყოფნა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ გია დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავს, მკითხულობს” - ამბობდა ეკა არჩვაძე.
"სიყვარულს ასაკი არ ჰქონია... შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა" - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური იდილია
„ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის... მე და გია ერთმანეთით ნამდვილად ბედნიერები ვართ“ - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან ურთიერთობის შესახებ
ოჯახის შესახებ ეკა არჩვაძემ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა:
„ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ასაკში უფრო საჭიროა სიყვარული. ძალიან ვუფრთხილდები ამ გრძნობას, ისეთი ხანმოკლეა ეს ცხოვრება, ყოველი წუთი ძვირფასია…
როცა გია მღერის და კამერა მასთან ახლოს მიდის, სულ ვგრძნობ, რომ თითოეულ ფრაზას მე მიძღვნის. ისე ჩაიხედავს ხოლმე კამერაში, რომ ვიცი, ეს მზერა მე მეკუთვნის“, - თქვა მან.
ეკას და გიას ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის, გემრიელი კერძების მომზადება და დაგემოვნება:
"ზოგჯერ ვიტყვით ხოლმე, შევწყვიტოთ ასეთი გემრიელობების მომზადება და გადავიდეთ დიეტაზეო, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით ვიკავებთ თავს. დიდი ოჯახი ვართ – ჩემი შვილები, გიას შვილები, რძლები, შვილიშვილები… როგორ შეიძლება ისინი გვეწვიონ და არ გავანებივროთ?!.
ნამდვილად სასიამოვნოა და სახალისოც არის, როდესაც ერთად ვამზადებთ… ერთხელ კატლეტის გაკეთებას ვაპირებდი. დილით ვერ მოვასწარი, ისე წავედი სამსახურში და წამოსვლაც დამაგვიანდა. როცა სახლში მოვედი, წინსაფარაფარებული გია უკვე ამთავრებდა კატლეტის შეწვას, შესანიშნავად დაბრაწა, თუმცა მე ერთი საიდუმლო ინგრედიენტი მაქვს, რომლის წყალობითაც ჩემი კატლეტი ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოდის. ფარშს ვამატებ დაჭყლეტილ პომიდორს. ისეთი ნაზი და წვნიანია, გაგიკვირდებათ…", - ამბობდა ეკა არჩვაძე.