მეფე ჩარლზ მესამე დიაგნოზის გაგების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ - Marao

მეფე ჩარლზს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და - როგორია მისი მდგომარება ახლა

2024-02-11 19:00:39+04:00

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლზს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და - ამის შე­სა­ხებ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ეს არ არის პროს­ტა­ტის კიბო.

გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის ნათ­ქვა­მი, თუ რა სა­ხის სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და მე­ფეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მეფე იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას და მო­უთ­მენ­ლად ელის რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

რა იყო პრინც ჩარლზის პირველი სიტყვები, როდესაც პრინცესა დაიანას გარდაცვალების შესახებ შეიტყო 

დაუშვებელი ჟესტი სამეფო ოჯახისგან: როგორ დაარღვია ელიზაბეტ მეორემ პროტოკოლი პრინცესა დიანას დაკრძალვის დღეს 

როგორც ჩანს, მეფე ჩარლზ III კარგ ხასიათზე იყო, როდესაც ის და დედოფალი კამილა ერთად გაემგზავრნენ კლარენსის სახლიდან, სამშაბათს დილით. მათი ბედნიერი განწყობა კი პრინცი ჰარის ვიზიტს დაუკავშირეს - პრინცი ჰარისა და მარკლის გუნდმა ასევე დაადასტურა, რომ ჰარი უკვე ესაუბრა მამას დიაგნოზის გაგების შემდეგ და მის სანახავაადაც იმყოფებოდა. თუმცა, როგორც საუბრობენ მეფესთან შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰარი მალევე ამერიკაში დაბრუნდა. 

ვარაუდობენ, რომ ჩარლზის დიაგნოზი ჰარისა და უილიამის შერიგების მიზეზი შეიძლება გახდეს. იმასაც აღნიშნავენ, რომ ბრიტანელი მონარქის პოზიტიურობამ და მისი მოვალეობებისადმი ერთგულებამ „გააოცა“ მისი ოჯახი და მეგობრები.