„სიყვარული დიდი ნიჭია… როგორ მოიტან, როგორ ატარებ, როგორ აჩუქებ და როგორ დატოვებ… სიყვარული ფაზლს გავს, წყვეტა არ უყვარს და სულ უნდა აშენო, შეავსო, არ გაწყვიტო… ჩვენ ისევ „ვთამაშობთ“ და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას.
ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, სამსახურში წასულს მწერს, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული, შეჭამს ვერ შეჭამს, წამლის დალევა ხომ არ გაუჭირდება. ეს ჩემი ფიქრები, მან ისე იცის, რომ არცერთი ვიმჩნევდით ამას. სიტყვები ხანდახან უფრო ცივი და არაფრის მთქმელია. ყველაფერი დეტალებია… ერთი ჩვეულებრივი მესიჯი, რომელიც ერთმანეთის ამბავს უფრო კარგად ყვება. ეს მესიჯი ასე მოვიდა, მართლა არსაიდან, შენახული თუ იყო ისიც არ ვიცი, მაგრამ მოვიდა… დღეს, სიყვარულის დღეს. სიყვარულის დღეს გილოცავთ“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.
ნათია ბანძელაძე ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლეა. გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუების პარალელურად რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია ბასტი-ბუბუს პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძე 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი ნანუკა და ნინი ჰყავს, ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა ვიცე მის-საქართველო 2015-ის, ნინი კი მის-საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელია.
"რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის, რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა" - ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახისა და შვილების შესახებ
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა ცოტა ხნის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილმა ცხოვრება აშშ-ში გააგრძელა. ნანუკას ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. დაოჯახების შემდეგ ნანუკამ სამოდელო კარიერაზე უარი თქვა და ახლა მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. ის სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად წერს დედობისა და შვილებთან ურთიერთობის შესახებ.
"ვახშამი ჩემს სიყვარულთან ერთად" - ნინი გოგიჩაიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ნინი გოგიჩაიშვილი ბოლო რამდენიმე წელია, დუბაიში ცხოვრობს. მან ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და უცხო ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს. დისგან განსხვავებით, ის სოციალურ ქსელში აქტიური არ არის, თუმცა არაერთხელ დაწერა, რომ შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული, მოდელი ამ დრომდე არ მახელს, თუმცა ამბობს, რომ ბედნიერია.