ამერიკის დროით გუშინელი ღამე, ჩვენი დროით კი - დღევანდელი დილა სპორტის ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იყო. ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ ის ადამიანებიც კი მიაჯაჭვეს ეკრანებს, ვინს აქამდე სპორტის ამ სახეობით არასდროს დაინტერესებულა. დვალიშვილმა ოლიმპიური და UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეჰუდო დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი გახდა. მერაბმა ნამდვილი შოუ შექმნა, მის საგულშემატკივროდ მარკ ცუკერბერგი, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი მივიდა. მოგვიანებით კი ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა! ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ვინ არის ილია თოფურიას შეყვარებული, როგორია მისი დიდი ოჯახი და გზა უდიდეს წარმატებამდე: ყველაფერი UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის შესახებ - "არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო"
ამ მნიშვნელოვან საღამოს ქართველი მოდელი, ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად დაესწრო. "ქართული თებერვალი UFC-ში" - დაწერა მან და შოუდან არაერთი ვიდეოს გაგვიზიარა. "გილოცავთ, ხმა აღარ მაქვს!" - წერდა ნანუკა მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა ცოტა ხნის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილმა ცხოვრება აშშ-ში გააგრძელა. ნანუკას ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. დაოჯახების შემდეგ ნანუკამ სამოდელო კარიერაზე უარი თქვა და ახლა მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. ის სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად წერს დედობისა და შვილებთან ურთიერთობის შესახებ.
"რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის, რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა" - ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახისა და შვილების შესახებ