"მე ვაპატიე ყველაფერი, რამე მართლა რომ დასჭირდეს და ოდესმე გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ვიქნები მის გვერდით" - რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის შესახებ - Marao

"მე ვაპატიე ყველაფერი, რამე მართლა რომ დასჭირდეს და ოდესმე გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ვიქნები მის გვერდით" - რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის შესახებ

2024-02-18 19:05:06+04:00

"რეალურად, დღემდე მემტერება ეს ადამიანი... მე არ მაქვს არანაირი განცდა, მე ვაპატიე ყველაფერი, მე ჩავკეტე სკივრში. რამე მართლა რომ დასჭირდეს და ოდესმე გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ვიქნები მის გვერდით. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპი, მე იმ ეტაპს ვცემ პატივს, როცა მე ვიყავი კარგად, ეს იყო ერთი კვირა, ერთი თვე თუ 5 თვე, რა მნიშვნელობა აქვს. ისე კი 10 წელი ვიყავით თანაცხოვრებაში და ძალიან ცოტა ხანი ვიყავი კარგად", - თქვა მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში. 

"ნიკამ, უკვე რამდენიმე წელია, ვერ მოინახულა შვილი, მაგრამ უპრეცედენტოდ მაღალ ალიმენტს იხდის ყოველთვიურად" - რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ნეკა დოროყასვილისა და წყვილის სკანდალური ურთიერთობის შესახებ 

  • ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილი 

ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 21-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი. ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 3 ტურნირი მოიგო.  2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. 2018 წლის 7 ოქტომბერს, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, ბასილაშვილმა კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო და რეიტინგში უმაღლეს – 23-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. ქართველ ჩოგბურთელს ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ორჯერ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერ დამარცხდა. 2021 წლის 11 მარტს ბასილაშვილმა იგი დოჰას 250-იან ტურნირზე დაამარცხა. 13 მარტს ტურნირის ფინალი მოიგო. მან მოწინააღმდეგე რობერტო ბაუტისტა აუგუტი 2 სეტში დაამარცხა.

  • ვინ არის ნეკა დოროყაშვილი 

ნეკა დოროყასვილი საზოგადოებისთვის ცნობილი სამოდელო კარიერით გახდა. ის წლების მანძილზე იღებდა მონაწილეობას არაერთ გადაღებაში და ამ საქმიანობას დღემდე აგრძელებს. ის არაერთი ცნობილი ბრენდის კამპანიაში გამოჩენილა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ბოლო წლების მანძილზე ხმაურიანი და სკანდალური განქორწინებით მიიქცია. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ოჯახი 

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს - ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დავის დეტალები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხმაურიან საქმეს დიდხანს იხილავდა სასამართლო და მედიითაც აქტიურად შუქდებოდა. ისიც ცნობილია, რომ მათ საერთო ქორწინებაში ჰყავთ შვილი, რომელიც დედასთან ცხოვრობს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ნეკა დოროყაშვილმა ოჯახში ძალადობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებული სპორტსმენია და მას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ხანგრძლივი სასამართლო პროცესებისა და არაერთი სკანდალური დეტალის გასაჯაროების შემდეგ, მოსამართლემ ჩოგბურთელი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ ბასილაშვილის ახლანდელი მეგობარი გოგო, გერმანელი სპორტსმენი, შარლოტა ელენაც დაკითხა, რომელიც საყვარელი მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა ახალ კადრებს აქვეყნებს - წყვილი ერთად მოგზაურობს 

წყვილი ახლა ცალ-ცალკე აგრძელებს ცხოვრებას. ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურია, ნიკა - ნაკლებად. ისინი აგრძელებენ საკუთარ საქმეს, შვილს კი ნეკა ზრდის. როგორც ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ყოფილი მეუღლე მამას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. არადა, კარგა ხანია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსამართლემ ნიკას შვილის ნახვის დღეები განუსაზღვრა კიდეც. ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილი კანონს არღვევს და მამას თავისი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, რათა მამას მიეცეს მონატრებული შვილის ნახვის შესაძლებლობა.

"თითქოს, ახალი ნეკა დაიბადა... აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა ჩოგბურთი, რომ ეს სპორტი ჩემია და ძალიან მეხმარება" - ნეკა დოროყაშვილი შვილსა და სამომავლო გეგმებზე