„სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ ქალს, დედას... არასდროს დამავიწყდება შვილების დაბადება, პირველსა და მეორეს შორის სხვაობა 22 წელია, მესამე მალევე გავაჩინე, დავბერდი და ვიჩქარე“ - მაკა ჩიჩუას პოდკასტი - გულახდილი ინტერვიუ ყოფილ პირველ ლედისთან - Marao

„სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ ქალს, დედას... არასდროს დამავიწყდება შვილების დაბადება, პირველსა და მეორეს შორის სხვაობა 22 წელია, მესამე მალევე გავაჩინე, დავბერდი და ვიჩქარე“ - მაკა ჩიჩუას პოდკასტი - გულახდილი ინტერვიუ ყოფილ პირველ ლედისთან

2024-02-19 17:09:09+04:00

მაკა ჩიჩუა არის ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი; საქართველოს პირველი ლედი 2013-18 წლებში; არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს სამი შვილი: მაშო, თეიმურაზი და თომა.

  • მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები — ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. მაკას  2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი წყვილს კიდევ ერთო ვაჟი, თომა გაუჩნდა. მაკა ჩიჩუა ოჯახთან ერთად დუშეთში ცხოვრობს.

ამჯერად მაკა ჩიჩუა მარი მაზიაშვილის პოდკასტის სტუმარია, სადაც საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

 

  • მაკა ჩიჩუას ინტერვიუ

მხატვარი, მსახიობი, მუსიკოსი, პირველი ლედი...

როგორ განვითარდება ცხოვრების სიუჟეტი, ეს არავინ იცის. დედაჩემი იყო მხატვარი და ჩემი თავგადასავალიც სწორედ ფუნჯებთან პირველი შეხებით დაიწყო. ადამიანი ხომ ისაა, რასაც აკეთებს, რაც უყვარს...

"თომა ლიდერია, თემო კი ძალიან არტისტულია, ყურადღება უყვარს... ეს სახლი სულ ჩვენი ხელით ნელ-ნელა გავაკეთეთ" - როგორია გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ოჯახური იდილია შვილებთან ერთად თბილისიდან შორს 

10-15 წლის მაკასთვის რომ ეთქვათ, პირველი ლედი იქნებიო...

არც ვიცოდი მაშინ, ალბათ, რა იყო პირველი ლედობა. ეს ხომ მაინც დასავლეთიდან წამოვიდა, ამერიკაში ეს ერთგვარი თანამდებობაა, ევროპაში არ არის ასე. ამერიკაში თავისი ადმინისტრაცია აქვს პირველ ლედის, აქ - არა.

თქვენი ბავშვობა რომ წიგნი იყოს...

ყველა ადამიანის ცხოვრება წიგნია. წიგნს ჩემს ბავშვობაზე „მისტიკურ რეალიზმს“ დავარქმევდი.

თვისება, რომელიც ბავშვობაში დატოვეთ...

სამწუხაროდ, გულუბრყვილობა, უპირობო ნდობა. ბოლომდე არ დამიტოვებია, მაგრამ ბავშვური მიამიტობა დავკარგე.

როცა სარკეში იხედებით, ხედავთ...

ვხედავ მაკას, დედას, ცოლს, პირველ რიგში კი - მოქალაქეს.

საკუთარ თავში არ მომწონს...

მრისხანება... მარტო მრისხანება.

„პრანჭვა მგონია ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა... ბევრს გაუკვირდა, როცა შვილი დუშეთის საჯარო სკოლაში მივიყვანეთ...“ - მაკა ჩიჩუა 

ადამიანები თქვენში ხედავენ...

რასაც შორიდან ამბობენ, არის ის, რომ ვარ სათნო, კეთილი, ბრაზიანი...

წესები საკუთარ თავთან...

დისციპლინა, რეჟიმი, ურთიერთობის ფორმები რომ შევინარჩუნო, არ ვიყო ფამილარული. არ მიყვარს ზედმეტი შეხუმრება, მიყვარს საზღვრების დაცვა.

ვცდილობ...

ვიყო კარგი მოქალაქე.

არასდროს დამავიწყდება...

„ყველაზე მეტად, იცი, რომელი მიყვარს, რომ მღერი? ლუი არმსტრონგს“ - მაკა ჩიჩუას ვიდეო უსაყვარლეს შვილთან ერთად 

ბევრია, მაგრამ შვილების დაბადება, პირველი, მეორე, მესამე. მათ შორის დიდი სხვაობაა, პირველ და მეორე შვილს შორის - 22 წელი. მეორე და მესამე შვილს შორის არც ისე, დავბერდი და ვიჩქარე მესამე შვილის გაჩენა.

ცხოველები მიყვარს იმიტომ, რომ...

იმიტომ, რომ ნამდვილი ურთიერთობა შეუძლიათ.

მოუსმინეთ პოდკასტს სრულად