ცუდი იღბალი თუ უბრალოდ დამთხვევა? არის ოჯახები, რომლებშიც ერთ უბედურებას მეორე მოსდევს და დასასრული არ ჩანს.
1906 წელს იტალიელმა სადამ გუჩიო გუჩიმ გახსნა სახელოსნო ტყავის ჩემოდნების წარმოებისთვის. მისი გარდაცვალების შემდეგ ბიზნესი მის ვაჟებს - ალდოს, როდოლფოს, ჰიუგოს და ვასკოს გადაეცა.
ძმებმა გახსნეს გუჩის მოდის სახლი, რომელიც პოპულარული გახდა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. 1983 წელს გარდაიცვალა რუდოლფო გუჩი, რომელმაც თავისი წილი შვილს, მაურიციოს უანდერძა. დანარჩენმა ნათესავებმა მემკვიდრეს უჩივლეს და გამოაცხადეს, რომ მაურიციომ ანდერძი გააყალბა: მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის გამოც ქვეყნიდან გაიქცა. პრობლემების მოგვარებაში მას ბიძა ალდო დაეხმარა, რომელმაც საკუთარ შვილზე, პაოლოზე შურისძიების მიზნით მთელი ქონება ძმისშვილს უანდერძა.
შედეგად, 1989 წელს მაურიციო გახდა კომპანიის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობის წყალობით, გუჩის სახლი კინაღამ გაკოტრდა - 1993 წლისთვის კომპანია გაიყიდა.
1995 წლის მარტში 45 წლის მაურიციო გუჩი მოკლეს თავისი ოფისის წინ, მილანში. მკვლელობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიხსნა: როგორც აღმოჩნდა, მკვლელობა მაურიციოს ცოლმა, პატრიციამ დაუკვეთა. სწორედ აქ იწყება "მაურიციოს წყევლა". ყველას, ვინც ცდილობდა მისი სიკვდილის საქმეს გაცნობოდა, ავად გახდა: გულისრევა, კანის გამონაყარი... სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ამაში ზებუნებრივი არაფერი იყო - მხოლოდ მიკრობები ქაღალდებზე. თუმცა, როგორც ადვოკატებმა, ისე სასამართლოს წარმომადგენლებმა, უარი თქვეს საქმის განხილვაზე.
როდის და რატომ დაიწყო ჰემინგუეის ოჯახის წყევლა, უცნობია,თუმცა ფაქტია, რომ ამ ოჯახის თითქმის ყველა წევრს დეპრესია აწუხებდა, უმეტესობამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ერნესტ ჰემინგუეის მამამ 1928 წელს თავი მოიკლა, ვერ გაუძლო ტერფების განგრენას, დიაბეტის გართულებას. თავი მოიკლა თავად ერნესტ ჰემინგუეიმაც. მისი და ურსულა და ძმა ლესტერი იმავე გზას გაჰყვნენ.
ერნესტ ჰემინგუეის სამივე ვაჟს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. უმცროსი, გრიგორი, ნარკომანი იყო, 69 წლის ასაკში დააკავეს და ციხეში გარდაიცვალა გულის შეტევით. ჰემინგუეის ერთ-ერთი შვილიშვილი ჯოანი ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. შვილიშვილმა, მარგომ, ცნობილმა მოდელმა და მსახიობმა, თავი მოიკლა.
როდესაც მწერლის ერთადერთ გადარჩენილ შვილიშვილს ჰკითხეს, როგორ მოახერხა ბოროტი ბედის დაძლევა, რომელიც ამძიმებდა მის ოჯახს, მან უპასუხა: ”მართლაც არსებობს ასეთი სამწუხარო გენეტიკური მიდრეკილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია. მე მაქვს იგივე გენები, მაგრამ დარწმუნებული ვარ: როცა საკუთარ თავთან და საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრობ, შეგიძლია გაწყვიტო ეს ტრაგიკული ჯაჭვი. სიყვარული საუკეთესო დაცვაა."
რომანი არისტოტელე ონასისსა და ცნობილ საოპერო მომღერალ მარია კალასს შორის 1959 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამის შესახებ შეიტყო ბერძენი მილიარდერის მეუღლემ, ათენამ, და განქორწინება მოითხოვა. არისტოტელეს გარშემო მყოფები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ათენას "ბოროტი თვალი" ჰქონდა.
კალასისა და ონასისის ურთიერთობაში არ იყო ჰარმონია. წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა: დაგეგმილი ქორწილი ჩაიშალა, ახალშობილმა ბავშვმა ორი საათიც ვერ იცოცხლა...
1973 წელს ონასისის ვაჟი ალექსანდროსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მილიარდერის ყოფილმა მეუღლემ თავი მოიკლა. 1975 წელს თავად ონასისი გარდაიცვალა პნევმონიით. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი არისტოტელეს შვილიშვილი ათენაა.