ხარჩო არის ტრადიციული ქართული წვნიანი, რომელიც მზადდება საქონლის ხორცისგან, ბრინჯისგან, ტყემლისა და დაჭრილი ნიგვზისგან. წვნიანს ჩვეულებრივ მიირთმევენ წვრილად დაჭრილ ახალ ქინძთან ერთად, თუმცა ინგრედიენტები და მომზადების წესი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება განსხვავებული იყოს.
როგორ მზადდება ხარჩო?
ხარჩოს ერთ-ერთი ქართული რეცეპტია საქონლის, ცხვრის, ღორის, ქათმის ან ბატის ხორცით დამზადებული წვნიანი. გაწმენდილი, კარგად გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ 2 ლიტრამდე წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2-2,5 საათის განმავლობაში, პერიოდულად ვხდით ქაფს. როცა ხორცი დარბილდება, ვამატებთ ბრინჯს; 10 წუთის შემდეგ ვამატებთ დაჭრილ ნიგოზს, სანელებლებს, დაფნის ფოთოლს და წიწაკის მარცვლებს. როცა თითქმის მზად იქნება, ვამატებთ ტყემალს, სანელებლებს (ქინძი, პაპრიკა, წითელი წიწაკა) და ვადუღებთ კიდევ 5 წუთი. მოვაყაროთ მარილი, მოვაყაროთ ახალი ქინძი, გავაციოთ და მივირთვათ.
საინტერესოა, რომ ხარჩოს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების შესახებ CNN-მაც დაწერა და ქართული ხარჩო 20 საუკეთესო წვნიანის რეიტინგში შეიყვანა. CNN-ის აღნიშნულ რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული - ბორშჩი, ნიგერიული - ბანგა, პორტუგალიური - კაბო ვერდე, ესპანური - გაზპაჩო, დასავლეთ აფრიკის - მიწისთხილის წვნიანი, ამერიკული - გამბო, ასევე ტაილანდური, იაპონური, ინდონეზიური და თურქული წვნიანები.
„ტყემალი ამ ტრადიციულ ქართულ წვნიანს ანიჭებს მომჟავო, მოტკბო გემოს და ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში“ - წერს გამოცემა.
რეცეპტი ეკა ჯიტას ეკუთვნის. შემოგვიერთდი შენც და გაგვიზიარე შენი კულინარიული შემოქმედება.
ხარჩოს ინგრედიენტები
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- სიმინდის ფქვილი - 2.00 ს/კ
- Nerea Sosa - 0.50 ჩ/კ
- ხმელი ქინძი - 1.00 დ.კ
- უცხო სუნელი - 1.50 სკ
- ყვითელი ყვავილი - 1.00 დ.კ
- Brody Guy - 1.00 დ.კ
- პომიდორი - 4.00 ცალი
- ნიორი - 3.00 ცალი
- ხახვი - 3.00 ცალი
- ნიგოზი - 0.50 კგ
- საქონლის ხორცი - 1.50 კგ
იხილეთ მომზადების წესი