ძლიერი ოჯახური კავშირები ყოველთვის იყო აბსოლუტური ღირებულება იორდანიის ისტორიაში, მაგრამ ერთი თაობის წინ მათდამი მიდგომა ცოტა განსხვავებული იყო. იორდანიის ამჟამინდელი მეფის მამა ოთხჯერ დაქორწინდა. დღევანდელ სტატიაში სწორედ მისი მეუღლეების შესახებ მოგიყვებით:
მეფემ დინაზე 19 წლის ასაკში იქორწინა წმინდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე: ახალგაზრდებს შორის სიყვარული არ არსებობდა. ქორწილის დროს დინა 25 წლის იყო და დედოფლის როლი არ აღაფრთოვანებდა. გოგონამ დაამთავრა კემბრიჯი, მიიღო დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა მშობლიურ კაიროში, რათა ლექტორი გამხდარიყო. შემდეგ კი გაირკვა, რომ იორდანიის მეფეზე უნდა დაქორწინებულიყო.
ერთი წლის შემდეგ დინას და ჰუსეინს შეეძინათ ქალიშვილი, ალია. თუმცა, იორდანიასა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობა სუეცის კრიზისის დროს დაიძაბა და მეფემ დედოფალთან განქორწინება მოითხოვა. დინამ შეინარჩუნა იორდანიის პრინცესას ტიტული, მაგრამ დიდი ძალისხმევა დახარჯა ქალიშვილის ნახვის უფლების მოსაპოვებლად.
41 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა, 12 წლით უმცროს მამაკაცზე. დინა იყო პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1982 წელს, ყოფილი დედოფლის დიპლომატიის წყალობით, ისრაელის ტყვეობიდან 8 ათასი პატიმარი გაათავისუფლეს.
მუნა ბრიტანეთის არმიის ოფიცრის, ანტუანეტ "ტონი" გარდინერის ქალიშვილი იყო. ბავშვობის ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, დიდხანს იცხოვრა მალაიზიაში, შემდეგ კი მამა იორდანიაში ბრიტანეთის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. იორდანიის მეფე ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მალე ცოლად გაჰყვა.
ქორწინების შემდეგ მიიღო ახალი სახელი, მუნა ("სასურველი"). 11-წლიანი თანაცხოვრებისას მათ ოთხი შვილი შეეძინათ - მათ შორის ტახტის მემკვიდრე აბდულა.
მუნა იორდანიის საექთნო საბჭოს პრეზიდენტია და როგორც ამჟამინდელი მეფის დედა, დიდი პატივით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ იორდანიის სასამართლოს არასოდეს გაუკეთებია საბოლოო განცხადება მუნასა და ჰუსეინის განქორწინების მიზეზებზე, ის ფაქტი, რომ მეფემ განქორწინებიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ ხელახლა იქორწინა, ბევრის მთქმელია.
მისი რჩეული პალესტინელი ალია ბაჰაუდდინ ტუკანი გახდა. მამამისი იორდანიის ელჩი იყო. ქორწინების პირველ სამ წელიწადში წყვილს ორი შვილი შეეძინა - პრინცესა ჰაია და პრინცი ალი.
მეფის მესამე ცოლი დიდ ყურადღებას აქცევდა სოციალური სერვისების მხარდაჭერას. ალია 28 წლის ასაკში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა.
ნახევრად შვედი, ნახევრად სირიელი, 26 წლის ამერიკის მოქალაქე ლიზა ჰალაბი, ჩვეულებისამებრ, დიპლომატების ქალიშვილი იყო - იორდანიაში დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტის გახსნის პროექტზე სამუშაოდ ჩავიდა.
იგი გახდა მეფის მეოთხე (და უკანასკნელი) ცოლი, ლიზამ შეცვალა სახელი და ნური დაირქვა, რაც "სინათლეს" ნიშნავს. მან შეისწავლა თავისი ახალი ქვეყნის ენა და კულტურა, თუმცა ჰუსეინის შვილები მას ამერიკელ ჯაშუშს უწოდებდნენ.
1999 წელს, მეფის გარდაცვალების შემდეგ, ლიზასთვის რთული პერიოდი დადგა. ჰუსეინმა თავის მემკვიდრედ უფროსი ვაჟი აბდულა დანიშნა, იმ პირობით, რომ მის შემდეგ ტახტს ნურის ვაჟი ჰამზა დაიკავებდა. თუმცა, აბდულამ ძმას მეფისნაცვლის ტიტული ჩამოართვა და შინაპატიმრობა მიუსაჯა.
ამჟამად ყოფილ დედოფალს სამეფო ოჯახთან ურთიერთობა არ აქვს.