"დედების ბუმი" - რომელი ცნობილი ქართველი ქალი გახდა წელს დედა - Marao

"ბეიბი ბუმი" - ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც წელს დედები გახდნენ

2024-02-26 12:04:07+04:00

ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე. ნანუკა ორი შვილის დედაა. უმცროსი ვაჟი მას სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა. 

18 წლის შემდეგ მეორედ გახდა დედა მსახიობი ნატა ბერეჟიანი: იგი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

"ორსულ ქალზე ლამაზი სანახავი არავინ და არაფერია დედამიწაზე" - ორი უმშვენიერესი ორსულის, ქეთი ხატიაშვილისა და თათია თექთურმანიძის კადრები 

ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლებიც ბავშვს ერთდროულად ელოდებიან 

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

თეონა ჩაჩუა სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურად ავრცელებს, ინფლუენსერი თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, თავისა და ტანის მოვლის შესახებ რჩევებსაც აზიარებს. ჩაჩუას გამომწერები მისგან ინოვაციურ, გამორჩეულ რჩევებს ხშირად ელოდებიან.

თეონა ორი შვილის დედაა. უფროსი შვილი კირა დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. მეორე შვილი კი სულ ცოტა ხის წინ შეეძინა. 

თათია თექთურმანიძე მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილეა. ის პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. თათია საქართველოში ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. 

  • "საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე. 

თათია დედა ცოტა ხნის წინ გახდა.