იდეალური სხეული ორ კვირაში - შორენა ბეგაშვილი დეტოქსთერაპიის შედეგს გვიზიარებს - Marao

იდეალური სხეული ორ კვირაში - შორენა ბეგაშვილი დეტოქსთერაპიის შედეგს გვიზიარებს

2024-02-26 12:26:47+04:00

შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა. 

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

  • შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

ფოტოები: შორენა ბეგაშვილის ოჯახი - და და დედა, რომლებიც ძალიან ჰგვანან ცნობილ ტელეწამყვანს 

"ბინაში ყველა დეტალი ჩემი მოფიქრებულია" - როგორია შორენა ბეგაშვილის ბინა ორიგინალური ჭაღითა და დახვეწილი ელემენტებით 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს. 

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დის სამ­შობ­ლო­ში. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, ჭო­რე­ბი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ბინა შე­იც­ვა­ლა. ბე­გაშ­ვი­ლი ვა­კე­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნი­დან დი­ღომ­ში, აუ­ზი­ან ვი­ლა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვინ არის ბე­გაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. თუმ­ცა, ერთი ვერ­სი­ით, ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. ბე­გაშ­ვი­ლი მას­თან ერ­თად მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მომ­წე­რე­ბის­თვის მხო­ლოდ მა­მა­კა­ცის ზურ­გი­დან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ან მაქ­სი­მუმ, ხე­ლის მტე­ვანს აჩენს.