"ეს ჩემის მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია" - თამარ ივერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - Marao

“გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ… მე მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება იმისთვის, რომ…” - თამარ ივერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2024-02-26 15:37:44+04:00

თამარ ივერი 

თამარ ივერი უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალია. საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მხოლოდ თავისი საოპერო ნამღერითა თუ შესრულებით არ დაამახსოვრდა საზოგადოებას თავი. მისმა ჰომოფობიურმა გამონათქვამებმა ლგბტ თემის მიმართ, როდესაც მან უმცირესობათა წარმომადგენლები „ფეკალურ მასებს“ შეადარა, დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია არა მარტო მის სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იგი მსოფლიო დონის გაკიცხვის საგნად იქცა და მისი ნათქვამი წლების განმავლობაში არ კარგავდა რეზონანსს. სწორედ, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მას ოპერა ავსტრალიამ კონტრაქტი შეუწყვიტა და რამდენიმე გასტროლიც ჩაეშალა.

"შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლე მოუსპო" - რას წერს თამარ ივერი ხათუნა კოტრიკაძის შესახებ 

„ამის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ მშვენივრად ვგრძნობდი თავს კარიერაში და საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…“ - თამარ ივერი პირადი ცხოვრების შესახებ 

  • ამჯერად თამარ ივერი სოციალურ ქსელში მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე წერს:

"ეს კლიპი გერმანიის ტელევიზიაში გავიდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

შობა ახლოვდება და შვილები მამას ზოგი ავტომოპასუხით, ზოგი სმს-ით ატყობინებს, რომ სამსახურიდან ვერ თავისუფლდება ა.შ და ვერ ახერხებს მის ნახვას საშობაოდ. მოხუცი მამა მოიგონებს მის სიკვდილს და დაარიგებს ყველა მათგანის სამსახურში.მაშინ დაყრიან ყველა მის საქმეს და სასწრაფოდ ჩავლენ მამასთან მის “დასაკრძალად”. მოხუცი კი დაახვედრებთ სავსე მაგიდას და ეტყვით.

“მაპატიეთ, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიგონე, იმისთვის რომ ბოლო-ბოლო ერთად შემეყარეთ და გენახეთ”-ო. ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.

პირადად მე მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება,იმისთვის რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა. ეს ჩემის მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია.

მოეფერეთ მშობლებს!" - წერს თამარ ივერი.