ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, რომლებიც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია "მაროკოელ ეშმაკს“, იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.2022 წლის 19 მარტს ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის - 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
"ინსტაგრამზე", სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.
მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.
ამჯერად ჯორჯინა "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს:
"ეს იყო წარმატებული და, ამავე დროს, ძალიან დამღლელი ორი დღე. ძალიან ვამაყობ შენით, რომ შთააგონე ამდენი ადამიანი დისციპლინის, თავგანწირვის, მიზნებისკენ სავალ გზაზე... მადლობა ყველას, ვინც იყო ჩვენთან და გულშემატკივრობდა ჩვენს ოჯახსა და ქალიშვილს და, რაც მთავარია, მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის" - წერს ჯორჯინა.