"სულ სახლში ვზივარ, არსად არ დავდივარ, ბავშვებს ვჭირდები... ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს მაკა ჩიჩუა ახლა და როგორია პირველი ლედი დედის ამპლუაში - Marao

"სულ სახლში ვზივარ, არსად არ დავდივარ, ბავშვებს ვჭირდები... ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს მაკა ჩიჩუა ახლა და როგორია პირველი ლედი დედის ამპლუაში

2024-02-29 15:26:09+04:00

მაკა ჩიჩუა არის ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი; საქართველოს პირველი ლედი 2013-18 წლებში; არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს სამი შვილი: მაშო, თეიმურაზი და თომა.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები — ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. მაკას  2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი წყვილს კიდევ ერთო ვაჟი, თომა გაუჩნდა. მაკა ჩიჩუა ოჯახთან ერთად დუშეთში ცხოვრობს.

„სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ ქალს, დედას... არასდროს დამავიწყდება შვილების დაბადება, პირველსა და მეორეს შორის სხვაობა 22 წელია, მესამე მალევე გავაჩინე, დავბერდი და ვიჩქარე“ - მაკა ჩიჩუას პოდკასტი - გულახდილი ინტერვიუ ყოფილ პირველ ლედისთან 

  • "12 წელზე მეტია აქ გადმოვედით, ცხოველები სულ გვყავდა... ნელ-ნელა ვაკეთებდით ამ სახლს, სულ ჩვენი ხელით“

მაკა ჩიჩუა დედის ამპლუაში 

„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა.. ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ. ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა...

"თომა ლიდერია, თემო კი ძალიან არტისტულია, ყურადღება უყვარს... ეს სახლი სულ ჩვენი ხელით ნელ-ნელა გავაკეთეთ" - როგორია გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ოჯახური იდილია შვილებთან ერთად თბილისიდან შორს 

  • "თომა ლიდერია, თემო ძალიან არტისტულია, თუ ყურადღებას არ აქცევენ არ მოსწონს“

იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია. უყურებ, როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ, რომ შენ გაგიზიარონ. რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოება, მაგრამ ვინ გაცდის?" - ამბობს მაკა ჩიჩუა ნანუკა ჟორჟოლიანთან სტუმრობისას. 

„ყველაზე მეტად, იცი, რომელი მიყვარს, რომ მღერი? ლუი არმსტრონგს“ - მაკა ჩიჩუას ვიდეო უსაყვარლეს შვილთან ერთად 

მაკა ჩიჩუა შვილების აღზრდას დიდ დროს უთმობს და მათ ყოველდღიურობაშიც ჩართულია. როგორც თავად აღნიშნა, შვილი საჯარო სკოლაში დაჰყავს და ფიქრობს, რომ ძვირადღირებულ ფასიან სკოლებში შვილების მიყვანა უფრო გაპრანჭვას ჰგავს: 

  • "ძალიან ბევრს გაუკვირდა, როცა ჩვენმა ოჯახმა საჯარო სკოლაში გადაწყვიტა შვილის მიყვანა. მე მგონია, რომ პირველ რიგში, ბავშვი არ უნდა დაღალო დილაუთენია გზაში და საცობში და იმ სკოლაში მიიყვანო, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს. სკოლაში დამხვდა ჯგუფი, რომელიც მზად იყო, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. დუშეთში ისეთი სერვისი მივიღე, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემთვის. ბავშვი სიხარულით მიდის სკოლაში., როცა თავიდან მაინცდამაინც კარგი განწყობა არ ჰქონდა. მე უფრო პრანჭვა მგონია ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა, სადაც უზარმაზარი თანხა უნდა გადაიხადო…"