როგორია ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ცნობილი სასახლე შიგნიდან და რატომ ემუქრებიან მისი ჩამორთმევით - Marao

როგორია ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ცნობილი სასახლე შიგნიდან და რატომ ემუქრებიან მისი ჩამორთმევით

2024-03-04 17:03:49+04:00

ალა პუ­გა­ჩო­ვას და მაქ­სიმ გალ­კინს, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ შვი­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვეს, შე­საძ­ლოა, სო­ფელ გრი­აზ­ში მდე­ბა­რე ცნო­ბი­ლი სა­სახ­ლე ჩა­მო­არ­თვან. ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Shot-ი წერს.

ალა პუგაჩოვას მეგობარმა ისაუბრა იმ განუკურნებელ დაავადებაზე, რომლითაც ვარსკვლავი 50 წელზე მეტია ცხოვრობს 

არ­ხის ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სთხო­ვა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­სახ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­დეს, უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნო­ნი ამ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბულ პი­რებს რუ­სეთ­ში სა­კუთ­რე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვათ.

ალა-პუგაჩოვას სახლი 

ციხე-კოშ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია და ის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მაქ­სიმ გალ­კინ­ზე. ახლა ის ცა­რი­ე­ლია, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში ბოლო ვი­ზი­ტი­სას ალა პუ­გა­ჩო­ვა იქ დარ­ჩა.

 სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტის, დი­მიტ­რი გუ­სე­ვის თქმით, გალ­კინს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში უნდა ჩა­მო­ერ­თვას ქო­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ალა პუ­გა­ჩო­ვას უნდა ჩა­მო­ერ­თვას სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა. თა­ვად გალ­კინს უკვე ჩა­მო­ერ­თვა კუზ­ბა­სის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. კო­მი­კო­სის თქმით, ის არ აპი­რებს ჯილ­დოს დაბ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც სო­ფელ გრი­ა­ზის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ინა­ხე­ბა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლის სა­სახ­ლე. ვარ­სკვლა­ვურ­მა ოჯახ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რე ოდინ­ცო­ვოს ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრი­აზ­ში 2010-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აა­შე­ნა და მას შემ­დეგ ის ამ ად­გი­ლის მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. სამი ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე ბორ­ცვის თავ­ზე დგას და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ციხე-სი­მაგ­რეს წა­ა­გავს წვე­ტი­ა­ნი კოშ­კე­ბი­თა და ქონ­გუ­რე­ბით.

ამ სა­სახ­ლე­ში გალ­კინ­მა და პუ­გა­ჩო­ვამ მრა­ვა­ლი წელი გა­ა­ტა­რეს. მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მა­მულ­ში ამ ცოტა ხნის წინ 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს, და­ახ­ლო­ე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ისი­ნი გა­ყიდ­ვას არ ჩქა­რო­ბენ.

"ალას ბევრი დაავადება აქვს, რამე თუ მოუვა, ვინ მიხედავს ბავშვებს? ჯან­და­ბა მას, გალ­კინს... რო­გორ შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა?!" - რას ჰყვება ალა პუგაჩოვას მეგობარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა 

წა­რმო­გიდ­გენთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს და ფო­ტო­ებს პრი­მა­დო­ნას მი­ლი­არ­დი­ან სა­სახ­ლე­ზე:

სო­ფე­ლი გრი­ა­ზი მოს­კო­ვის რე­გი­ო­ნის ოდინ­ცო­ვოს ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქი­დან 55 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. 2011 წლი­დან ეს ად­გი­ლი ცნო­ბი­ლი გახ­და ამ უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის წყა­ლო­ბით, სა­დაც ვარ­სკვლა­ვუ­რი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

ის დგას გო­რა­კის თავ­ზე, სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, დიდ მწვა­ნე ფარ­თობ­ზე, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყუ­რებს მდი­ნა­რეს. ეკ­ლექ­ტი­კუ­რი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ნეო-გო­თი­კუ­რი სტი­ლის დე­ტა­ლებს, მთლი­ა­ნად ქვით არის აშე­ნე­ბუ­ლი. მისი სტრუქ­ტუ­რა გარ­კვე­ულ­წი­ლად მოგ­ვა­გო­ნებს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე­ებს წვე­ტი­ა­ნი კოშ­კე­ბით.

შე­ნო­ბე­ბის სა­ერ­თო ფარ­თი სამი ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. აქვს დიდი მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გი, სა­ცუ­რაო აუზი და სპა.

"დღეს ჩვენი დღესასწაულია, 21 წელი ერთად... ველოდები შენთან შეხვედრას" - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ 

მი­უ­ხე­და­ვად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი სტი­ლი­სა, ცი­ხის შიგ­ნით გან­თავ­სე­ბუ­ლია ლიფ­ტი, რათა ალას არ მო­უ­წი­ოს ფე­ხით ას­ვლა იმ სარ­თულ­ზე, სა­დაც სა­ბავ­შვო ოთა­ხე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს მო­სამ­სა­ხუ­რე­თა სახ­ლებს, ღია სცე­ნას ზა­ფხუ­ლის გარე კონ­ცერ­ტე­ბის­თვის, ზამ­თრის ბაღს სათ­ბუ­რით და უც­ნა­ურ მო­ნუ­მენ­ტურ შე­ნო­ბებს, რო­მე­ლიც რო­მა­ულ ამ­ფი­თე­ატრს მო­გა­გო­ნებთ.

ამ ად­გი­ლებ­ში უყ­ვარ­და გალ­კინს თა­ვი­სი "ტიკ-ტო­კის­თვის" ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. კო­მი­კო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად რო­მა­ულ ტო­გა­საც კი იც­ვამ­და ხოლ­მე.

წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები