შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში, „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა.
რომელი ჩაანაცვლებს წითელს? - რომელია 2024 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდული ფერი და როგორ უნდა მოირგოთ ის
სტილის ხატი და მოდის ლეგენდა - აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა: როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მოდელის ცხოვრება
"ოსკარის" სახელის წარმოშობა დღესაც სადავოა. ბეტი დეივისის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, თითქოს კინოაკადემიის პრიზს სახელი დეივისის პირველი ქმრის, მუსიკოს ჰარმონ ოსკარ ნელსონის გამო დაერქვა. სიტყვა „ოსკარი“ ბეჭდურ მედიაში პირველად "თაიმის" 1934 წლის სტატიაში არის ნახსენები, რომელიც კინოაკადემიის რიგით მე-6 ცერემონიას მიმოიხილავს. უოლტ დისნეიც ახსენებს „ოსკარს“, როცა იხდის მადლობას თავისი 1932 წელს აღებული კინოაკადემიის პრიზისთვის. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკაშირდება კინოაკადემიის მაშინდელ აღმასრულებელ მდივანს, მარგარეტ ჰერიკს (Margaret Herrick). ჰერიკმა 1931 წელს, როცა პირველად ნახა ქანდაკება, წამოიძახა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული სიტყვები: „ეს ხომ ბიძაჩემი ოსკარია“.
- 10 მარტს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, უშუალოდ ცერემონიის დაწყებამდე კი მსახიობებს, ტრადიციულად, წითელი ხალიჩის გავლა მოუწიათ. მოდით, თვალი გადავავლოთ დღის გამორჩეულ ლუქებს.
ანია ტეილორ-ჯოი
ქერი მულიგანი
ლუპიტა ნიონგ'ო
არიანა გრანდე
კილიან მერფი
ჯენიფერ ლოურენსი
ბილი აილიში
ფლორენს პიუ
მარგო რობი
ლილი გლედსტოუნი
მიჩელ იო