თეონა კონტრიძე რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსია. ის უკვე არაერთი წელია, რაც სამშობლოდან შორს ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ქართველ აუდიტორიასთან კავშირს სოციალური ქსელით ინარჩუნებს.
თეონა, გარდა მუსიკისა, ყურადღებას ხშირად საკუთარი გარეგნობითაც იქცევდა. მუსიკოსი ხშირად აღნიშნავდა, რომ საკუთარი ფორმები აკმაყოფილებდა, თავს კომფორტულად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ წონის კლება სურდა და ამისთვის რამდენიმე ეფექტურ გზასაც მიაგნო.
"წონაში ვიკლებ! მინდა -12... უკვე თითქმის 9 კილოგრამი დავიკელი! თუ თქვენც გეგმავთ წონის კლებას, მაშინ მიჰყევით ჩემს რჩევას" - თეონა კონტრიძის წონის კლების საიდუმლო და რჩევები გამომწერებს
ცოტა ხნის წინ ის კვების საკუთარი მეთოდის შესახებ საუბრობდა:
"წონაში ვიკლებ! მინდა -12... არასოდეს მჯეროდა, რომ ალკოჰოლი ასე უშლის ხელს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, პასიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ მაინც... თუ თქვენც გეგმავთ წონის კლებას, მაშინ მიჰყევით ჩემს რჩევას. არც ერთი ჭიქა ღვინო, მასზე დროებით უარი უნდა თქვათ!" - წერდა ის.
„მილიონობით ადამიანისთვის საქართველოში ალა პუგაჩოვა რუსეთის სიმბოლოა, ის თავად არის რუსეთი” - თეონა კონტრიძე ალა პუგაჩოვას შესახებ
ამჯერად მუსიკოსი ამბობს, რომ მან დიეტით 20 კილოგრამი დაიკლო და სოციალურ ქსელში შეცვლილი გარეგნობით ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს:
„ამჯერად, ძალიან მარტივად წავიდა პროცესი, ბევრს ვმოძრაობდი. მეგობრებო, მოითმინეთ პირველი 10 დღის განმავლობაში და შემდეგ ისე წავა თქვენი ზედმეტი კილოგრამები, როგორც მატარებელი" - წერს თეონა კონტრიძე.