სილა თურქოღლუმ სატელევიზიო სამსახიობო კარიერა 2018 წელს დაიწყო სერიალით Ağlama Anne. 2019 წელს მან ითამაშა სუნას პერსონაჟი სატელევიზიო სერიალში Yemin და მოგვიანებით სეჰერის პერსონაჟი სერიალში Emanet.
- სილა თურქოღლუს ინტერვიუდან:
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
ბევრი რამ ვცადე სხვადასხვა სფეროში. მაინტერესებდა ფერწერა და ფრენბურთი. როცა საშუალო სკოლაში მივდიოდი, დავიწყე სკოლის თეატრალურ კლუბში მონაწილეობა. ძალიან მომეწონა სცენაზე დგომა და აპლოდისმენტების მოსმენა. ამის შემდეგ გადავწყვიტე მსახიობობა.
შესაძლოა, რომ მსახიობობას თავი დაანებოთ?
ჩვეულებრივ, ყველაფერი მარტივად მბეზრდება, კონცენტრაცია არ შემიძლია, მაგრამ ჩემი სამუშაო განსხვავებულია. მსახიობობა არასდროს მბეზრდება.
მსახიობი რომ არ ყოფილიყავით, რას გააკეთებდით?
იურიდიულზე ვისწავლიდი. ადვოკატი ვიქნებოდი, რადგან ეს საქმე მიყვარს.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანზე რას გვეტყვით?
ორივე ძალიან ენერგიულები ვართ. ორივე ვცდილობთ, პოზიტიურად გამოვიყურებოდეთ და საქმე ერთმანეთის მხარდაჭერით გავაკეთოთ.
თქვენზე მოქმედებს უარყოფითი კომენტარები?
არასოდეს. ღია ვარ კრიტიკისთვის.
მშვიდად ხართ საკუთარ თავთან?
როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ასე არ ვიყავი - მაგალითად, ფერადი ტანსაცმელი არ მეცვა. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემ ირგვლივ მყოფი ხალხის დამსახურება იყო. როცა შევწყვიტე მათთვის ყურადღების მიქცევა, ბედნიერი გავხდი. ახლა მე ვხედავ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. სარკეში რომ ვიყურები, ვამბობ: „მიხარია, რომ ასეთი ხარ, შენი ნაკლოვანებებით“.
"ჰანდეს წინააღმდეგ მომავალმა დედამთილმა სპეციალური სტატია დაუკვეთა..." - ვინ არის ჰანდე ერჩელის მილიარდერი საქმრო და რატომ დაიწუნა თურქი ვარსკვლავი სადედამთილომ
"არის მუსიკოსი, გატაცებულია სიმღერით..." - ვინ არის ქართველი ქალების კიდევ ერთი გულთამპყრობელი 27 წლის თურქი მსახიობი და როგორია მისი ცხოვრება
რა არის თქვენთვის სიყვარული?
მიყვარს ჩემი თავი, როცა შეყვარებული ვარ. რისი თქმაც მინდა, იმას ვამბობ. სიყვარული მახარებს, მოტივაციას მაძლევს. შემიძლია პარტნიორისთვის ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ბედნიერი იყოს. არ ვიცი, სწორია თუ არა.
რა გაბრაზებთ?
უსამართლობა.
რა არის თქვენი სუსტი წერტილი?
ძაღლები და ბავშვები. როცა უმწეო ადამიანს ვხედავ, ძალიან ვწუხვარ. მინდა ყველანაირად დავეხმარო.
რაში ხარჯავთ ფულს?
საკვებსა და სილამაზის პროდუქტებში...