„გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს... მე და დედა მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს; მამას ახლა ირანელი ცოლი ჰყავს...“ - ქეთევან გორჯესტანის პირველი ვრცელი ინტერვიუ ოჯახზე, მშობლების დაშორებასა და საკუთარ ცხოვრებაზე - Marao

„გორჯესტანი სპარსულად ქართველს ნიშნავს... მე და დედა მეგობრები არ ვართ, მაგრამ ახლო ურთიერთობა გვაქვს; მამას ახლა ირანელი ცოლი ჰყავს...“ - ქეთევან გორჯესტანის პირველი ვრცელი ინტერვიუ ოჯახზე, მშობლების დაშორებასა და საკუთარ ცხოვრებაზე

2024-03-19 15:15:17+04:00

საქართველოს მეხუთე, მოქმედი და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში. დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში. იყო  საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.

სალომე ზურაბიშვილის წინაპრები 

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.

მამა: ლევან ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე იყო. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყო. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი, ხოლო მამა – ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. 1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, ოჯახი ემიგრაციაში აღმოჩნდა.

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან — სიკვდილამდე. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებთან. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

დედა: ზეინაბ კედია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მელქისედეკ (მექი) კედიას ქალიშვილი იყო. გასაბჭოების შემდეგ, როცა კედია საქართველოდან წავიდა, მისი მეუღლე ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ. ისინი 4 წელი სტამბოლში ცხოვრობდნენ, ზეინაბიც იქვე დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა.

ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია საფრანგეთში დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი - სალომე და ოთარი შეეძინათ. ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი

1974 წელს 22 წლის სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო ასევე ემიგრაციაში მცხოვრები, ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი). სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ.

თეიმურაზ გორჯესტანი 1981 წლის 26 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით დიპლომატია და მუშაობს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთის საელჩოში, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.

ქეთევან გორჯესტანი 1984 წლის 22 მარტს დაიბადა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24"-ში, სპორტულ ჟურნალისტად.

“ეს პირველი სურათი გაქრისტიანებულ  მარიამთან” - სალომე ზურაბიშვილი კადრებს შვილიშვილის ნათლობიდან აქვეყნებს 

სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ. 2018 წლის ნოემბერში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, კოკი გუგუშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილ მეუღლეს მხარი დაუჭირა და საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა:

  • „მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ... ამ არჩევნებში ჩემი პრინციპული არჩევანი იმ საზოგადოებას ეკუთვნის, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და არა ჩრდილოეთისკენ!

ქეთევან გორჯესტანი

გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ, ისინი ქართულ მედიაშიც იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ინტერესი მათი პერსონების მიმართ ყოველთვის არსებობს. სწორედ ამიტომ, ამჯერად, გთავაზობთ ქეთევან გორჯესტანის ინტრვიუს ოჯახისა და პირადი საკითხების შესახებ, რომელიც მან ჟურნალ "სარკეს" მისცა: 

"მამა ქარ­თვე­ლია. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გუ­გუშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. თუ სწო­რად მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მის მამა სპარ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ჟინ­რად მუ­შა­ობ­და. საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი რომ შე­მო­სუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სპარ­სეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლა. იქ უთ­ქვამთ, გვა­რი უნდა გა­და­ი­კე­თოო. გორ­ჯეს­ტა­ნი სპარ­სუ­ლად ქარ­თველს ნიშ­ნავს. მამა სპარ­სეთ­ში და­ი­ბა­და, დედა უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და.

ამე­რი­კა­ში, ვა­შინგტონ­ში და­ვი­ბა­დე, 4 წლამ­დე ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ­დი. იმ წლებ­ში დედა და მამა მუ­შა­ობ­დნენ და ჩვენ­თან ხში­რად დე­და­ჩე­მის დედა იყო. მე და ჩემი ძმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. რად­გან ამე­რი­კა­ში და­ვი­ბა­დე, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ. ვთვლი, რომ ვარ ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი და ქარ­თვე­ლი.

ჩემი მშობ­ლე­ბი რომ გა­შორ­დნენ, დე­დამ მე და ჩემი ძმა ავ­სტრი­ა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, რად­გან იქ მუ­შა­ობ­და. ვე­ნა­ში ერთი წელი ვი­ცხოვ­რეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს, ავ­სტრი­ის შემ­დეგ აფ­რი­კა­ში, ჩად­ში ვი­ცხოვ­რეთ. იქა­უ­რო­ბა კარ­გად მახ­სოვს. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა თით­ქმის ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მაგ­რამ აფ­რი­კა სულ სხვაა. აფ­რი­კა­ში და­ვი­წყეთ სწავ­ლა, სპორტზე სი­ა­რუ­ლი. დედა მე და ჩემს ძმას ყვე­ლა­ფერ­ზე გვა­ტა­რებ­და. მერე ჩად­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო. ჩვე­ნი სახ­ლი მათი პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლთან იყო ახ­ლოს. ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩვენ გაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გო­ნე­ბა­ში ისე არ არის ჩარ­ჩე­ნი­ლი, რო­გორც ცუდი მო­მენ­ტი. ალ­ბათ, დე­დაც ისე იქ­ცე­ო­და, რომ არ გვე­ნერ­ვი­უ­ლა. აფ­რი­კა­ში ვის­წავ­ლე, რომ შე­იძ­ლე­ბა გყავ­დეს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც თეთრკა­ნი­ა­ნი არ არის.

თევზი ბოსტნეულით, იხვი ფორთოხლით, ქათამი კარით… – გემრიელი კერძების რეცეპტები საქართველოს პრეზიდენტისგან 

ჩად­ში 3 წელი ვი­ცხოვ­რეთ. იქ ყოფ­ნი­სას მა­მა­საც ხში­რად ვხე­დავ­დით, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კში მუ­შა­ობ­და და აფ­რი­კა­ში უწევ­და ჩა­მოს­ვლა. ჩვენ­თან მო­დი­ო­და და ცდი­ლობ­და ხში­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. არ­და­დე­გე­ბის დროს ჩვენ ჩავ­დი­ო­დით ამე­რი­კა­ში. დედა და მამა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ მათ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და. დე­დას უნ­დო­და, მა­მას­თან კონ­ტაქ­ტი არ გაგ­ვე­წყვი­ტა და ჩვენს აღ­ზრდა­ში ისიც ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი.

მშობლების დაშორება რთუ­ლად არ გა­და­მი­ტა­ნია. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ალ­ბათ, უფრო ად­ვი­ლია მშობ­ლე­ბის გან­შო­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა. 4 წლის ვი­ყა­ვი და არც მახ­სოვს მა­მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ის შორს იყო, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, სულ ჩვენ­თან. ერ­თა­დერ­თი, რა­საც გან­ვიც­დი­დი, ის იყო, როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამე ხდე­ბო­და, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ჩემ გვერ­დით რო­მე­ლი­ღაც არ იყო.

  • მე და დედა მე­გობ­რე­ბი არ ვართ, მაგ­რამ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე არ ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცის. ზოგ­ჯერ მიბ­რაზ­დე­ბა, რა­ტომ არ მი­რე­კა­ვო. მგო­ნი, მის­გან გად­მო­მე­დო, რომ ტე­ლე­ფო­ნი არ მიყ­ვარს. ხში­რად არ ვუ­რე­კავთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ როცა ჩემ­თან ჩა­მო­დის, უამ­რავ თე­მას ვარ­ჩევთ.

მამაჩემს ირა­ნე­ლი ცოლი ჰყავს. იმ ქალს სხვა კა­ცის­გან გოგო ჰყავს, რო­მე­ლიც თე­მუ­რის ტო­ლია. მა­მას ცოლ­თან შვი­ლი არ ჰყავს. ეს გოგო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი დაა. ასე­ვეა ჯან­რის ქა­ლიშ­ვი­ლიც, ნა­ნაც ჩემი დაა. ნანა ჩემ­ზე ბევ­რად დი­დია და მთლად დე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს.

  • მამინაცვალთან, ჯან­რის­თან გა­ვი­ზარ­დე. მა­მა­ჩე­მის ად­გი­ლი არა­სო­დეს და­უ­კა­ვე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მას­თან ვი­ყა­ვი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში არ მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე ჩემ გვერ­დით იყო" - ამბობდა ქეთევან გორჯესტანი. 

სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი

განქორწინების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დაუახლოვდა ემიგრაციაში მყოფ ქართველ ისტორიკოსს, მწერალსა და ფილოსოფოს ჯანრი კაშიას. მათი პიროვნული დაახლოება საბოლოოდ დაოჯახებით დასრულდა.

"წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება მხოლოდ..." - სალომე ზურაბიშვილი მეუღლის შესახებ წერს 

ჯანრი კაშია 2012 წლის 11 მარტს გარდაიცვალა პარიზში, კარდიოლოგიური ოპერაციის დროს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.