ცნობილი ოჯახის შვილობდა და 7-წლიანი ურთიერთობა ნიკო გომელაურის ვაჟთან - მარიტა ჯანაშია - Marao

ცნობილი ოჯახის შვილობა, რომანი ნიკო გომელაურის ვაჟთან და ბედნიერი ქორწინება მუსიკოსთან - უმშვენიერი მოდელის, მარიტა ჯანაშიას ცხოვრების საინტერესო ამბები

2024-03-20 12:23:38+04:00

მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.

  • მარიტა ცნობილი ქართველი მსახიობის, მარინა ჯანაშიას შვილიშვილია. მოდელი ადრე იმასაც იხსენებდა, რომ ტელევიზიაში სწორედ ბებიის დამსახურებით მოხვდა:

ბებიაჩემს - მარინას დაურეკეს, მის შესახებ სიუჟეტის მომზადება სურდათ. ლაპარაკ-ლაპარაკში, "სასხვათაშორისოდ" ჰკითხეს: ტელეწამყვანი გოგო გვჭირდება. გუნდი გვყავს, მხოლოდ 1 გოგო გვაკლია. ვერაფრით ვიპოვეთ. ისეთ გოგოს ხომ არ იცნობთ, ვინც შეიძლება ტელეწამყვანად გამოდგესო? მარინამ ვიღაც-ვიღაცები ჩამოთვალა და ასევე, უთხრა: ვაიმე, მგონი, ჩემი შვილიშვილიც დაინტერესდება. ხომ არ დაუკავშირდებითო?.. თავდაპირველად, მომერიდა, მაგრამ ბოლოს ტელევიზიაში მაინც მივედი და რამდენიმე სინჯის შემდეგ ამიყვანეს.

„სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა” - „მოხუცი ჯამბაზის“, მსახიობ მარინა ჯანაშიას ისტორია 

"არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ასეთი ორი ცალი მყოლოდა გვერდით" - თემო საჯაიას და მარიტა ჯანაშიას ოჯახური იდილია 

მეც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, თუმცა ჩემთვის სამწუხარო რეალობაა, რომ მსახიობს მეორე პროფესიაც სჭირდება, რადგან სამსახიობო სფერო ისეთი მდგრადი (მატერიალური თვალსაზრისით) არ არის, რომ თუნდაც, გადასახადების გადახდა, რაღაცების ყიდვა შევძლოთ. რეალურად, ეს პროფესია, რომელიც ადამიანს სიგიჟემდე გიყვარს, საშუალებას არ გაძლევს, რომ საყოფაცხოვრებო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიუანსები მოაგვარო... სატელევიზიო სფერო მსახიობსაც უხდება, მოდელსაც, ჟურნალისტსაც. ეს მაინც ხელოვნების სფეროა. ხშირად - არა, მაგრამ გამიგონია, - მსახიობები ტელეწამყვანები რატომ ხდებიანო? ჩემი აზრით, პირიქით - კარგია, როცა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ტელეწამყვანები ხდებიან. წამყვანის ამპლუაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ხილვა და მათი მოსმენა ჩემთვის ძალიან საინტერესოა... თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, მაშინვე გრაფიკული დიზაინი ვისწავლე. ეს ჩემი კიდევ ერთი პროფესია გახდა, რადგან ძალიან მიყვარს. მის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა, მაგრამ მერე, უბრალოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა სწავლისთვის გვიანი არასდროს არის."

მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. თემომ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა. 

წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.

მანამდე მარიტა ნიკო გომელაურის ვაჟს, ჯეჯი გომელაურს ხვდებოდა, თუმცა 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილმა ამდენი წლის მანძილზე ცალკე ცხოვრება ვერ შეძლო. მარიტა და ჯეჯი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

თემო საჯაია ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბალერინა ნინა სამადაშვილს დაშორდა, რომელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა.