თმის შეჭრა ძალიან დელიკატური საკითხია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. უფროსი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იყოფა ორ ტიპად: ისინი, ვინც ირჩევს ზედმეტად ახალგაზრდულ ვარცხნილობას და ისინი, ვინც ფიქრობს, რომ 55 ან 60 წლის ასაკში ცხოვრება დასრულდა და აღარ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევა.
გაზაფხულის სეზონის 7 ყველაზე მოდური ვარცხნილობა
"ზაფხულის ცხელ დღეს, ქალი ჭრელი კაბითა და იმავე ქსოვილის თავშლით, ცდილობს ქოლგის ქვეშ დაემალოს ბათუმის მცხუნვარე მზეს..." - ვინ იყო უმშვენიერესი ნელი ქადაგიძე, პირველი ქართველი დირიჟორი ქალი აჭარაში, რეპრესირებულთა ოჯახიდან
1. ფრანგული ბობი
ეს ვარცხნილობა საოცრად სრულყოფილია აბსოლუტურად ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის. მოკლე კულულები წარმოუდგენლად ელეგანტურად გამოიყურება და ხელს უწყობს დაბერებული კანის ზოგიერთი ნაკლოვანების დამალვას.
2. სწორი ბობი
მოკლე თმა - ის უბრალოდ საოცრად გამოიყურება. დახვეწილი სტილის ბობი, რომელიც ალამაზებს თქვენს სახეს, თმის ვარცხნილობის განახლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
3. პიქსი
ბევრი ქალბატონი თვლის, რომ გრძელი თმა მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლოა. მთავარია სტილის გრძნობა და თავდაჯერებულობა, რადგან ნაოჭებიც კი ვერ მალავს სულის ახალგაზრდობას. ვარცხნილობა შესაფერისია 50 წელს გადაცილებული კატეგორიის ყველაზე გაბედული წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.