ეთო მიგრიაული თანამედროვე ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამორჩეული სახეა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობს. კარიერა კი თბილისში, ადგილობრივ მოდის კვირეულზე, ქართველ დიზაინერებთან მუშაობით დაიწყო.
„სამოდელო კარიერა დავიწყე სხვა სამოდელო სააგენტოსთან. მოდის კვირეულის ფარგლებში, ჯეომოდელსთან გავაფორმე ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი პროფესული ზრდა,“ - ამბობდა მოდელი.
პირველი ქართველი მოდელი "ვოგის" ყდაზე! - მატილდა გვარლიანის კიდევ ერთი დიდი წარმატება
ვინ არის ადიცა ბერძენია და რატომ გაანაწყენა მან ქართველები - უმშვენიერესი მოდელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია
საერთაშორისო წარმატება
საერთაშორისო წარმატება Gentle Monster -ის სარეკლამო კამპანიამ მოტანა.
„მოდელის პროფესიით ჩემი პირველი მოგზაურობა შედგაბ პარიზში, როდესაც დამამტკიცეს Gentle Monster -ის სარეკლამო კამპანიაში. ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული, თუ როგორი საინტერესოა სამოდელო პროფესია. მას უმეტესად აღიქვამენ, როგორც მარტივ საქმეს,სადაც შენი მოვალეობა მხოლოდ პოზიორობაა. მე ამ სფერომ მასწავლა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდე ყველაფერს სრულიად მარტო.გეუფლება შეგრძნება იმისა, რომ შინაგანად ყოველდღიურად იზრდები და საკუთარ თავს უკეთ შეიცნობ.ჩემთვის ეს სფერო ინსპირაციაა,რადგან თითოეული გადაღების პროცესი არის ემოციებით სავსე.გადაღებების დასრულების შემდეგ, ის ემოცია და განწყობა, რომელიც მეუფლება, მსურს გადავიტანო ჩემს ნამუშევრებში. ამ სფერომ მასწავლა მსახიობობაც,რადგან თითოეულ გადაღებაზე მჭირდება იმ პერსონაჟად გარდასახვა,რომელიც ამ სამოსს მოირგებდა.
ახალი თაობის მოდელები გამოირჩევიან ბუნებრიობით და საკუთარი სტილით,რომელიც ხაზს უსვამს მათ შინაგან სამყაროს. წარმატების მისაღწევად, ვფიქრობ,მნიშვნელოვანია,რომ იყო საკუთარი თავი და არავისთან არ შექმნა ის პერსონაჟი, როგორიც არ ხარ. უნდა შეეცადო შენი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენო და ისიამოვნო საკუთარი პროფესიით,“ - ამბობდა ეთო ერთ-ერთ ინტერვიუში.
- მოგვიანებით, იგი საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახე გახდა და 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ონლაინჩვენების პოდიუმზე გამოვიდა. იმავე წელს კი Valentino-ს გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე გამოჩნდა.
"კომასთან მუშაობის პროცესი ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. იგი ცდილობდა თითოეულ მოდელს თავისუფლად ეგრძნო თავი, რაც მოდელს დიდ კომფორტს ანიჭებდა. ახლაც რომ ვიხსენებ ამ გადაღებას,დადებითი ემოციებით ვივსები და ბედნიერი ვარ, რომ მასთან და მის საუკეთესო ჯგუფთან ვითანამშრომლე.“
მოდელობის გარდა ეთოს ძალიან იზიდავს ხელოვნება. ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ წასვლას და გრაფიკული დიზაინის შესწავლას აპირებდა.
ბოლო დროს ეთო წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს სულ უფრო ხშირად ანებივრებს. ის 2022 წელს Gucci x Mojeh Magazine-ის პროექტშიც ვიხილეთ. მოგვიანებით, 2023 წელს კი Marc Jacobs-ის სახე გახდა. სულ ცოტა ხნის წინ ეთო DolceGabbana-ს სილამაზის კამპანიაში გამოჩნდა.