ახალი ქართული ოჯახი პირდაპირ ტატამზე! - ეთერ ლიპაერტელიანს გამარჯვების შემდეგ რჩეულმა, თემურ ნოზაძემ ხელი სთხოვა - Marao

ახალი ქართული ოჯახი პირდაპირ ტატამზე! - ეთერ ლიპაერტელიანს გამარჯვების შემდეგ რჩეულმა, თემურ ნოზაძემ ხელი სთხოვა

2024-03-22 19:11:46+04:00

ეთერ ლიპარტელიანი რამდენიმე წუთის წინ თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ, მას ეს წარმატება რჩეულმა, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ მიულოცა და მოულოდნელად ხელი სთხოვა. 

ეთერ ლიპარტელიანი

სულ ცოტა ხნის წინ ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან კარიერაში თავისი პირველი გრან სლემი მოიგო. ეთო არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, მაროკო; ვანტაა, ფინეთი, 57 კგ.).

თემურ ნოზაძე 26 წლის ქართველი ძიუდოისტია. გრანდ სლემი ბაქოს გამარჯვებული (2019, ბაქო, აზერბაიჯანი, 60 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2014, 50 კგ).