თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეწამყვანებს შორისაა. ის ბევრმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდა.
"ზოგადად, ღია ეთერში მუშაობა ადვილი არ არის, ზოგჯერ იპარება ლაფსუსები. შეიძლება ერთი სიუჟეტი უფრო კარგი გამოგივიდეს, ვიდრე მეორე, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ჩემთვის რთული და სასაცილო იყო ის პერიოდი, როცა "იმედში" მივედი. ისე მოვხვდი ტელევიზიაში, არაფერი ვიცოდი, კასტინგზე ორი სიტყვა ვთქვი და დამირეკეს, ეთერში შედიხარო, მაშინ, როცა კამერა თვალით არ მქონდა ნანახი. თავიდან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, ოპერატორიდან დაწყებული, შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, ყველა შოკში ვარდებოდა. კამერა რომ ირთვებოდა, ვიზუალზე, კაბაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე სათქმელზე. მერე კი მივხვდი, რომ მთავარია, იფიქრო სათქმელზე და შემდეგ - გარეგნობაზე, თან კამერასაც შევეჩვიე, ყურადღებაც მოვიკრიბე და გამოცდილებაც დამიგროვდა.
TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები
თაკო ჩორგოლაშვილი შეყვარებულია, ვინაა ტელეწამყვანის რჩეული
იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მეოთხე კურსიდან მეორეზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობდი დაბრუნებას, რომ პიარის შესწავლა გადავწყვიტე, სულ ძიების პროცესში ვიყავი. მაგრამ ტელევიზიაში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს" - ამბობდა თაკო.
თაკო ჩორგოლაშვილის მეუღლე
თაკოს ყოფილი მეუღლე კალათბურთელი რეზი დიდია იყო. საკალათბურთო კლუბ "აკადემიის" აღზრდილია, საქართველოში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. 2005 წელს რეზო დიდია გახდა ევროპის ჩემპიონი "ბ" დივიზიონში 20-წლამდელებს შორის.
ახალგაზრდული ასაკიდანვე იწვევდნენ სუპერლიგის გუნდები. 7-გზის საქართველოს ჩემპიონია. არაერთხელ არის დასახელებული ტურის საუკეთესოდ. საქართველოს თასი ორჯერ მოიგო. დუდუ დადიანის ტურნირი - სამჯერ, ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელოძის თასი - ორჯერ. მოიგო პრესტიჟული ტურნირი 3X3 კალათბურთში.
2002 წელს გახდა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის მფლობელი.
2014 წლიდან პარალელურად დაიწყო სამწვრთნელო კარიერა საკალათბურთო აკადემიის კლუბში. მის მიერ მომზადებული ახალგაზრდები ხშირად იკავებდნენ საპრიზო ადგილებს და ხვდებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. რეზო 2-ჯერ - 2016 და 2017 წლებში, დასახელებულია საუკეთესო მწვრთნელად.
- დაშორების ინიციატივა თაკოს ეკუთვნოდა:
"ჩვენი დაშორება ძალიან მტკივნეული იყო და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა მგონია, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ამიტომ გულისტკივილი დღეს აღარ მაქვს. ალბათ ასე იყო საჭირო და ტყუილად არასოდეს არაფერი ხდება", - ამბობდა თაკო ინტერვიუში.