საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!
"ბეტისთან" და "რეალ მადრიდთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი. ამ თამაშების მერე ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არა მარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდია, გვერდში გვიდგანან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას." - თქვა მამარდაშვილმა ფინალის დასრულების შემდეგ.
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4–1 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილ იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.
"ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით.
VIDEO: ემოციური შეხვედრა დედასთან და საცოლესთან - გუშინდელი გმირი გიორგი მამარდაშვილი სტადიონს მიღმა
VIDEO: “ამას ახლა გავამხელ, ბიჭს ველოდები” - ხვიჩა კვარაცხელია სასიხარულო ამბავს გვიზიარებს
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რადგან რაც უნდა მოხდეს, ყველაფერში გვერდში მიდგანან და ახლა ჩემი თამაშით ძალიან ბედნიერები არიან. ასევე მადლობა ჩემს გარშემო მყოფ ქართველებს – სულ ვგრძნობ გვერდში დგომას, ჩემით ბედნიერები არიან და ჩემი წარმატება უხარიათ" - ამბობდა გიორგი.
წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე". გიორგი და ელენე სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნენ, კადრები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ნახეთ ვიდეო აქ.