ბერმუდის სამკუთხედი ან ეშმაკის სამკუთხედი - ამ ადგილთან უამრავი ლეგენდა და იდუმალებით მოცული ამბავია დაკავშირებული. ტერიტორიაზე გაუჩინარდა 50-ზე მეტი გემი და 20 საფრენი აპარატი. წარმოდგენა ბერმუდის სამკუთხედზე შეიქმნა XX საუკუნეში.
- რაციონალურ მიზეზებს შორის ასახელებენ ნავიგაციის პრობლემებს, ასევე ქარიშხალს, ციკლონებს და სხვა ამინდის ანომალიებს, რომლებიც ამ მხარისთვის დამახასიათებელია. მაგრამ ზოგიერთი გაუჩინარება იმდენად უცნაურია, რომ მათი რაციონალური ახსნა უბრალოდ წარმოუდგენელია.
ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი, 1492 წელს. მისი გემის — მეზღვაური თავის ჟურნალში კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე წერდა. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია შეიძინა.
სად გაქრა აგათა? - აგათა კრისტის იდუმალებით მოცული გაუჩინარების ამბავი
"მერი სელესტი"
1872 წლის 5 ნოემბერს არიზონიდან 400 მილით მოშორებული ბრიტანული გემის “დეი გრატიას” ეკიპაჟი აფრებაშლილ “მერი სელესტეს" გადაეყარა. როცა მეზღვაურები გემბანზე გადავიდნენ, უცნაური რამის მნახველნი გახდნენ: აღმოჩნდა, რომ სასადილოში სუფრა იყო გაშლილი, გემის ეკიპაჟი კი არსად ჩანდა.
რა მოხდა და სად წავიდნენ გემზე მყოფი ადამიანები დღემდე საიდუმლოდ რჩება. განიხილება როგორც ამინდის პრობლემებისა და მეკობრეების თავდასხმის ვერსიები, ასევე პარანორმალური ფენომენი. თუმცა, საუკუნეების შემდეგაც კი ამაზე პასუხი არავის მიუღია.
"კეროლ ა. ირინგი"
1921 წლის 31 იანვარს გემი აღმოაჩინეს ჩრდილოეთ კაროლინაში, კეიპ ჰეტერასის მახლობლად. იგი მიტოვებული იყო და ეკიპაჟი არსად ჩანდა. ბოლო ჩანაწერი 23 იანვარს იყო გაკეთებული, დაკარგული იყო ეკიპაჟის წევრების პირადი ნივთებიც.
ევენჯერების რგოლი
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.