ბევრისთვის უცნობია, რომ ქართველი ემიგრანტის შესახებ ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს და ოქროს გლობუსითაც დააჯილდოვეს.
გიორგი პაპაშვილი
1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად სტამბულში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე იქ ცხოვრობდა. თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა-პაპის ხელობას ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის წიგნს „Anything Can Happen“ , წიგნი ბესტსელერად იქცა და 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.
უარი ბალანჩინის ცოლობაზე და თანამშრომლობა ჰოლივუდის ლეგენდებთან - თამარ თუმანიშვილი: ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბალერინას უცნობი ისტორია
როგორ გადაარჩინა ბაირონმა ქართველი გოგონა მონათა ბაზარზე გაყიდვისგან: ვინ იყო ქართველი ქალი, რომელსაც პოეტმა არაერთი ლექსი მიუძღვნა
მის მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს - ერთ0ერთ სცენაში თავად გიორგი პაპაშვილიც ჩანს. ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში კი მისი როლის შემსრულებელი ხოსე ფერერი ქართულად მღერის "სულიკოს." ფილმში სხვა ქართული კომპოზიციებიც ისმის, რომელთა ადაპტაციაზე ლეგენდარული კომპოზიტორი ვიქტორ იანგი მუშაობდა - იგი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე 22-ჯერ იყო ნომინირებული.
პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს. იგი 1978 წელს, კალიფორნიაში გარდაიცვალა.