დროა გადახედოთ თქვენი სეზონური მანიკიურისა და პედიკიურის ფერებს. მიუხედავად იმისა, რომ oxblood და მუქი ლურჯი ლაქი ყოველთვის ინარჩუნებს პოპულარობას, წელს გაზაფხულზე შედარებით უფრო ღია ფერები იქნება ტრენდული.
"ყვავილების ფრჩხილები" J.Lo სტილში: დელიკატური მანიკურის მაგალითი გაზაფხულისთვის
რა აღიზიანებთ კაცებს ქალების გარეგნობაში?
Chrome 2.0
Bazaar-ის რედაქტორებმა აღნიშნეს ქრომის ფრჩხილების ტენდენცია გასულ გაზაფხულზე, ხოლო 2024 წელს ის კვლავ მოდაში დაბრუნდა.
ნუვო
ტრადიციული ფრანგული მანიკიურის უფრო მხიარული ვერსია: Sundays Studio-მ უარი თქვა თეთრ ფრენჩზე და ამის ნაცვლად აირჩია წითელი. „ფრანგული მანიკიური ყოველთვის იქნება კლასიკური - ჩვენ უბრალოდ გვინდოდა მასში ცოტა ელფერი შეგვეტანა“, - ამბობს Sundays Studio-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ემი ლინგ ლინი.
ბალეტკორი
Balletcore-ის ფრჩხილები შესამჩნევი იყო Mirror Palais-ის ჩვენებაზე. გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ეს მართლაც დახვეწილი ლაქია. "ამ სეზონზე ფრჩხილების შთაგონება არის კლასიკური ბალეტის ფეხსაცმელი", - ამბობს სტილისტი ლეან ვუდლი .
კლასიკური წითელი
ერთადერთ, რასაც მოდის ტენდენციების ხშირი ცვლის არ ეშინია, ფრჩხილის წითელი ლაქია. ტრენდის ცვლილების მიუხედავად, ის არასდროს კარგავს აქტუალურობას - უნივერსალურია, შესაფერისია ნებისმიერი შემთხვევისთვის და უხდება ყველას, ასაკის მიუხედავად.
ახლახან მისი პოპულარობის ახალი თეორია წარმოიშვა, მას შემდეგ, რაც ეს ფერი აქტუალური გახდა TikTok-ზე.
ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა რობინ დელმონტემ ჩაწერა ვიდეო, სადაც ამტკიცებდა, რომ წითელი მანიკიური ქალს უფრო მიმზიდველს ხდის მამაკაცებისთვის. ბლოგერი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფრჩხილებს წითლად იღებავს, მამაკაცებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს.