გაბრიელ გარსია მარკესი - კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985).
გაბრიელ გარსია მარკესი დაიბადა 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში. მომავალი მწერალი ბებია-ბაბუის ოჯახში იზრდებოდა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მისი წერის სტილზე: მარკესის ბაბუა, გადამდგარი პოლკოვნიკი, მას ომის ამბებს უყვებოდა - ყოველივე ეს მოგვიანებით გახდება მისი მაგიური რეალიზმის განუყოფელი ელემენტი.
"ყოველი დიდი ქალის უკან კიდევ ერთი დიდი ქალი დგას" - 13 საუკეთესო გამონათქვამი ქალების შესახებ
ის ჟურნალისტებისა და მწერლების არაფორმალური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა, რომელსაც ბარანკილიის ჯგუფს ეძახდნენ. ეს იყო ასოციაცია, რომელმაც მას ლიტერატურულ კარიერაში დიდი მოტივაცია და შთაგონება მისცა. იგი მუშაობდა ისეთ სულისჩამდგმელ ფიგურასთან, როგორიც იყო რამონ ვინიესი, რომელიც მარკესმა შემდეგში, „მარტოობის ას წელიწადში“ კატალონიელ წიგნების მაღაზიის მფლობელად წარმოსახა.
მარკესს ჰქონდა ახლო მეგობრობა კუბის ლიდერ ფიდელ კასტროსთან - მათ ერთმანეთთან ლიტერატურისადმი სიყვარული აკავშირებდათ. მარკესი ხშირად სტუმრობდა კუბას კასტროსთან წიგნების განსახილველად. მიუხედავად მათი მეგობრობისა, მწერალმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ხმამაღლა აკრიტიკებდა კასტორის რეჟიმს.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. წიგნი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა.
გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებამ ასევე გადალახა ლიტერატურა და შთააგონა მხატვრები და მუსიკოსები მთელს მსოფლიოში. მისი მოთხრობები ადაპტირებულია ოპერებში, ბალეტებში და სიმღერებში, რაც აჩვენებს მის მწერლობაში არსებულ მუდმივ მიმზიდველობასა და უნივერსალურ თემებს.
ცხოვრება - ის დღეები კი არ არის, რომლებმაც ჩაიარა, არამედ ისინი, რომლებიც დაგამახსოვრდა.
არ გჭირდება ამდენი ძალისხმევა, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
ერთადერთი გზა ცხოვრების გასაგრძელებლად - არ მისცე მოგონებებს საშუალება დაგტანჯონ.
ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.
ადამიანი არ იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც დედა მოავლენს მას ამქვეყნად, ცხოვრება აიძულებს მას დაიბადოს ისევ და ისევ - ძალიან ბევრჯერ.
არ მოკვდე ისე, რომ არ გამოსცადო ეს საოცრება - გეძინოს მასთან ერთად, ვინც გიყვარს.