ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, კარიერაში სერიოზული კრიზისი და სკანდალი ჰქონდა... - ვილი სანიოლის ცხოვრების საინტერესო მომენტები - Marao

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, კარიერაში სერიოზული კრიზისი და სკანდალი ჰქონდა... - ვილი სანიოლის ცხოვრების საინტერესო მომენტები

2024-03-29 19:03:17+04:00

სამი დღე გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­დან და ემო­ცი­ე­ბი მა­ინც არ ცხრე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე ვრცელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგო­მი ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რაც მნახ­ველს გულ­გრილს ვერ ტო­ვებს. მათ შო­რის არის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი­სა და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის ფოტო კო­ლა­ჟი, რომ­ლე­ბიც 17 წლი­ა­ნი სხვა­ო­ბით, ორი­ვე მინ­დორ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

პირ­ველ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც 2007 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბი "ბა­ი­ერ­ნი" და "შალ­კე" ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. ვილი სა­ნი­ო­ლი მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან კი "შალ­კე­სი", ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი შეხ­ვედ­რი­სას გერ­მა­ნულ გუნ­დებს წარ­მო­ად­გენს. სუ­რათ­ზე ჩანს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დე­ბის სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ბრა­ზი და და­ძა­ბუ­ლო­ბა.

მე­ო­რე ფოტო 2024 წლის 26 მარტს დი­ნა­მო არე­ნა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად კო­ბი­აშ­ვი­ლი და სა­ნი­ო­ლი ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცა­ვენ.

 

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ვილი სა­ნი­ო­ლი­ზე

ვილი სა­ნი­ო­ლი 1977 წლის მარ­ტში საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობ­და კლუ­ბებ­ში - სენტ-ეტი­ენ­ში, მო­ნა­კო­ში, ბა­ი­ერნ­ში და საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში. ის არის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, ორი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის და მრა­ვა­ლი სხვა თა­სის მფლო­ბე­ლი.

ვილი სა­ნი­ო­ლის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, 58 შეხ­ვედ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო 2002-2006 წლებ­ში ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 2004-2008 წლებ­ში კი, უე­ფას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში ას­პა­რე­ზობ­და 2006 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, რო­დე­საც გუნ­დი იტა­ლი­ას­თან და­მარ­ცხდა.

 

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ნი­ო­ლი 2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებს წვრთნი­და. 2014-2016 წლებ­ში ბორ­დოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2017 წლის ზა­ფხულ­ში კი ბა­ი­ერ­ნის საწ­ვრთნე­ლო შტაბს შე­უ­ერ­თდა. 2017 წლის 28 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა ბა­ი­ერ­ნის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად. 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩა­ი­ბა­რა.

ვილი სა­ნი­ო­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

 

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში

2014 წელს სა­ნი­ო­ლი სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რო­დე­საც მა­შინ­დელ ბორ­დოს მწვრთნელს, რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი. მა­შინ სა­ნი­ოლ­მა თქვა:

"სა­ნამ მე „ბორ­დოს“ მწვრთნე­ლი ვარ, ცოტა აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თელს შე­ვი­ძენთ. არ მინ­და ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­კარ­გო ნა­ხე­ვა­რი გუნ­დი იმის გამო, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ აფ­რი­კის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში. აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია: ისი­ნი ითხო­ვენ ნაკ­ლებ ხელ­ფასს, ია­ფე­ბი არი­ან, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ ფეხ­ბურთში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კა, ჭკუა და დის­ციპ­ლი­ნა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­შია არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი...“

ცოტა ხან­ში სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია

"ვწუხ­ვარ, თუ ჩემი სი­ტყვე­ბით ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ბო­დიშს ვიხ­დი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემი სი­ტყვე­ბი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ტაქ­ტი­კურ გან­სწავ­ლუ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე“.

მაგ­რამ უკვე გვი­ან იყო. გუნ­დის შიგ­ნით ატ­მოს­ფე­რო გა­ფუჭ­და და საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ "ბორ­დო" მე-14 ად­გი­ლამ­დე ჩა­მო­ვი­და. სა­ნი­ო­ლი მწვრთნე­ლის პოს­ტი­დან და­ი­თხო­ვეს და არა­ვინ აღარ ეძახ­და სა­მუ­შა­ოდ.

წაიკითხეთ სრულად