ოსმალეთის ისტორიაში ცნობილია ოცამდე წარმოშობით ქართველი ქალი, რომლებიც ხელმწიფეთა და ოსმალური დინასტიის წევრების ცოლები იყვნენ. მათგან მხოლოდ რამდენიმემ შეძლო და მიიღი ქალის უმაღლესი წოდება - "დედა სულთანი".
პირველი ქართული წარმოშობის სულთანი იყო ჰალიმე სულთანი. ის დაიბადა 1570 წელს აფხაზეთში. იყო მეჰმედ III-ის ცოლი და მუსტაფა I-ს დედა. ჰარემში ტახტის მემკვიდრეს მან 3 შვილი გაუჩინა. უფლისწულის გაჩენის შემდეგ მიიღო ტიტული "სულთანი". მისი უფროსი ვაჟი - მაჰმუდი მოკლეს მამის ბრძანებით, მეორე ვაჟი მუსტაფა კი 2-ჯერ გახდა სულთანი, თუმცა ის გიჟი იყო და იმპერიას ჰალიმე სულთანი მართავდა, როგორც "დედა სულთანი". მისი ვაჟი ორივეჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან. ჰალიმე სულთანი ცნობილია, როგორც ყველაზე გულმოდგინე სულთანი. უცნობია სად და როდის გარდაიცვალა.
მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი
მუსტაფა III-ის მეუღლე და სელიმ III-ის დედა მიჰრიშაჰ სულთანის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1745 წელი. მას ერქვა აგნესა და სავარაუდოდ მღვდლის შვილი იყო. 1761 წელს შეეძინა ვაჟიშვილი, შეჰზადე სელიმი, მომავალი ხელმწიფე სელიმ III. მისი შვილის, სელიმ III-ის ტახტზე ასვლიდან გამომდინარე ის გახდა დედა სულთანი (1789-1805). მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანმა თავისი გარეგნული სილამაზით, სათნოებითა და ქველმოქმედებით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე. მათი გადმოცემით, მიუხედავად იმისა, რომ დედას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა შვილზე და მთლიანად მხარს უჭერდა ახალგაზრდა რეფორმატორ ხელმწიფეს, ის არ ერეოდა პოლიტიკაში და საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. მან დიდი კვალი დატოვა ოსმალეთის ისტორიაში. გარდაიცვალა 1805 წლის 16 ოქტომბერს.
ნაკშიდილ ვალიდე სულთანი
აბდულჰამიდ I-ის მეუღლე და მაჰმუდ II-ის დედა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანი 1766 წელს საქართველოში დაიბადა. 1785 წელს სულთნის სასახლეში შეეძინა ვაჟიშვილი მაჰმუდი. 1808 წელს დაუბრუნდა თოფკაფის სასახლეს ვალიდე სულთნის ტიტულით. 1808 წლის 6 ივლისს, თოფკაფის სასახლეში შესაბამისი ცერემონიალით მისი შესვლა ოსმალეთის ისტორიაში დარჩა, როგორც სულთნის დედის უკანასკნელი საჯარო საზეიმო მსვლელობა თოფკაფის სასახლეში. თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ნაკშიდილ ვალიდე სულთანს დიდი გავლენა გააჩნდა თავის შვილზე, ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ზე. ის 1817 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა.
ბეზმიალემ ვალიდე სულთანი
დაბადების თარიღად მიჩნეულია 1807 წელი. ბეზმიალემს მაჰმუდ II-სგან 1823 წლის 25 აპრილს შეეძინა ვაჟიშვილი, მომავალი ხელმწიფე აბდულმეჯიდი. 1839 წელს მაჰმუდ II გარდაიცვალა და ტახტზე აბდულმეჯიდი ავიდა, ბეზმიალემმა კი ვალიდე სულთანის ტიტული მიიღო.
წაიკითხეთ სრულად