საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ოჯახის წევრები ისტორიული გამარჯვების დღეს განცდილი ემოციების შესახებ ,,მთავარი არხის” ეთერში ჰყვებიან.
როგორც ლაშა დვალის ცოლი, მაკა ბუაჩიძე იხსენებს, ამ დღეს მისი მეუღლის პენალტის ყურება ვერ შეძლო და მხოლოდ შეძახილზე მიხვდა, რომ მან გოლი გაიტანა.
- "შევტრიალდი და თვალებზე ხელი ავიფარე, ერთადერთი ის მესმოდა, რომ გოლი გავიდა”, – ამბობს მაკა.
ბუდუ ზივზივაძის მეუღლე, ნინი კვერნაძე აღნიშნავს, რომ ბუდუ გამარჯვებისთვის მორალურად მზად იყო.
- "ოჯახი წევრებს ასეთი ბედნიერი ბუდუ არ გვინახავს. ყველას გვჯეროდა, რომ მოვგებდით, მორალურად მზად იყო ამ მოგებისთვის, ემზადებოდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. ბუდუს ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქალაქი ქუთაისი და სხვაგან მოგზაურობის ნაცვლად ხშირად აქ ვრჩებით ხოლმე”, – ამბობს ნინი კვერნაძე.
"მე ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე
ოთო კაკაბაძის მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ ქმარი ასეთი გახარებული მანამდე არ უნახავს:
- მატჩი რომ დასრულდა, ოთოს ვერ დავურეკე. მის გულში რა ხდებოდა, ხომ წარმოდგიდგენიათ. რომ დავინახე, ჩემკენ რომ მოდიოდა, სახეზე ყველაფერი ერთად ჰქონდა გამოხატული. დამსახურებულად მოიგეს და მე ჩემი ქმრის ასეთი ემოციები არ მახსოვს", - ამბობს მარიამი.
გიორგი გოჩოლეიშვილის მეუღლე, ანა ოქრუაშვილი იხსენებს, რომ გიორგის ძალიან უნდოდა, მატჩს მისი ორი კვირის ვაჟი, ალექსანდრეც დასწრებოდა
- "სულ მეუბნებოდა, იქნებ წავიყვანოთ, ნახოს ეს სიხარულიო... გიორგი ძალიან ემოციურია და ძალიან ტიროდა, არ სჯეროდა, უნდოდა, რომ გაეზიარებინა ყველასთვის ეს სიხარული. მსგავსი ემოციებით გიორგი არასდროს მინახავს", - ამბობს ანა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე
გაგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა
არამხოლოდ მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავების უმშვენიერესი მეორე ნახევრები
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.