საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ოჯახის წევრები ისტორიული გამარჯვების დღეს განცდილი ემოციების შესახებ ,,მთავარი არხის” ეთერში ჰყვებიან.
როგორც ლაშა დვალის ცოლი, მაკა ბუაჩიძე იხსენებს, ამ დღეს მისი მეუღლის პენალტის ყურება ვერ შეძლო და მხოლოდ შეძახილზე მიხვდა, რომ მან გოლი გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძის მეუღლე, ნინი კვერნაძე აღნიშნავს, რომ ბუდუ გამარჯვებისთვის მორალურად მზად იყო.
ოთო კაკაბაძის მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ ქმარი ასეთი გახარებული მანამდე არ უნახავს:
გიორგი გოჩოლეიშვილის მეუღლე, ანა ოქრუაშვილი იხსენებს, რომ გიორგის ძალიან უნდოდა, მატჩს მისი ორი კვირის ვაჟი, ალექსანდრეც დასწრებოდა
გაგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.