"10 წუთის წინ დავდე ფოტო (აპლიკაციით გაკეთებული) სადაც +25 ან + 30 კგ ვარ... უმრავლესობას ნამდვილად მომატებული ვგონივარ. არა, მეგობრებო, ჯერ არსად არ გამქცევია... ახლა ასეთი ვარ" - წერს ნანიკო ხაზარაძე და ფოტოებს აქვეყნებს:
ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
"დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა... 86 წლის გახდა მამაჩემი" - ნანიკო ხაზარაძე
"ბიჭი ჯობია თუ გოგო?" - ნანიკო ხაზარაძე ყოფილ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ, რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა, ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე", - საუბრობდა ნანიკო "რადიო თავისუფლებასთან".