აკნე - კანის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. ეს დაავადება ძირითადად მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვა ასაკშიც.
აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორები იხშობა ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით, კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და საბოლოოდ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ - პრაქტიკული რჩევები
შეიძლება თუ არა რეტინოლისა და C ვიტამინის ერთდროულად გამოყენება? - კანის მოვლის წესები
აკნეს გამომწვევი მიზეზებია:
- ჰორმონალური ცვლილებები/ ჰორმონალური დარღვევა
- გენეტიკური განწყობა
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები
- არასაკმარისი ჰიგიენა
აკნეს სიმპტომები სხვადასხვა სახით ვლინდება და დამოკიდებულია დაავადების სიმწვავესა და გართულებაზე.
დაავადების მკურნალობს გზები მისი სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია:
- აკნეს მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია სწორი მოვლა და სწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებები.
- საშუალო სიმძიმის შემთხვევაში - გარეგან მოვლასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობა
- მძიმე ფორმის დროს საჭიროა თერაპია ცხიმოვანი ჯირკვლების შესამცირებლად სპეციფიკური მანიპულაციებითა და მედიკამენტებით
არსებობს შედარებით მარტივი ხრიკებიც, რომლებიც დაავადებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ:
- ცხელ შხაპზე უარის თქმამ შეიძლება აკნე მნიშვნელოვნად შეამციროს.
- თუ ტელეფონს დღეში ერთხელ მაინც არ გავწმენდთ, აკნე არ მორჩება
- კანის მოვლის რუტინაში პროდუქტები თხელიდან სქელ ტექსტურამდე უნდა გადაანაწილო
- აკნეს შემდგომ ლაქებს ყველაზე სწრაფად ნიაცინამიდა+ტრანექსამიური მჟავა და რეტიონოიდის კომბინაცია აუფერულებს