"იკა და თინა დამეგობრდნენ" - ნატა ბერეჟიანი და ნანუკა გულუა უსაყვარლესი პატარების კადრებს აქვეყნებენ - Marao

"იკა და თინა დამეგობრდნენ" - ნატა ბერეჟიანი და ნანუკა გულუა უსაყვარლესი პატარების კადრებს აქვეყნებენ

2024-04-02 15:31:11+04:00

ნატა ბერეჟიანი და ნანუკა გულუა შვილების, პატარა იკასა და თინას კადრებს აქვეყნებენ. თინა და იკა თითქმის თანატოლები არიან, მათი მშობლები მეგობრობენ და დროს ისინიც ხშირად ატარებენ ერთად. 

ნანუკა გულუას ოჯახი 

ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.

„მე რომ ცოტა უფრო პატარა ასაკში დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი" - ნანუკა გულუა 

"გემუდარებით ყველას, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ხობში გააშვილეს და...." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა გულუა 

"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა. 

ნანუკა პირველი შვილის, უსაყვარლესი ნინას დედა 2022 წლის ზაფხულში გახდა. ნინა აქტიური ბავშვია და ხშირად ჩანს დედის სოციალურ ქსელებშიც. ცოტა ხნის წინ კი მსახიობს მეორე შვილიც შეეძინა.

ნატა ბერეჟიანის ოჯახი 

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ნა­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ახლა კი გეგ­მავს, რომ გო­გო­ნა თა­ვად გა­ზარ­დოს და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან თან ატა­როს, უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო და­უთ­მოს შვილს, ისე, რომ სა­კუ­თარ საქ­მე­საც არ მო­წყდეს. "ბევ­რი მო­ვი­მა­ტე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, 100 კილო ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ხე­დე­ბო­დი, სულ მე­ტი­რე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვი­ლი­ან დე­დებს შე­დე­დე­ბულ რძეს და ორ­ცხო­ბი­ლებს ურ­ჩე­ვენ, თით­ქოს რძეს უმა­ტებს მკერ­დში. სი­სუ­ლე­ლეა! თუ რძე აქვს დე­დას, აქვს, თუ არა­და - არა! მე­ნი­უ­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი ამო­ვი­ღე. და­თუ­ნა 3 თვი­საც არ იყო, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რა წო­ნი­საც ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლებს რომ ვი­წო­ნი­დი" - ამბობდა ნატა.

ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა.