"მამის ასლი" - მაქსიმე ჩარკვიანი "სარაჯიშვილის" სარეკლამო კამპანიაში - Marao

"მამის ასლი" - მაქსიმე ჩარკვიანი "სარაჯიშვილის" სარეკლამო კამპანიაში

2024-04-03 14:24:54+04:00

ირაკლი ჩარკვიანი 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა, განსხვავებული იმიჯი, მუსიკა,  პირადი ცხოვრება, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს. 

12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე ირაკლი აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ.

"ბავშვობაში შფოთვა მქონდა, ტელეფონზე დარეკვაც კი არ შემეძლო... ქეთათომ ყოველთვის იცოდა, რა იყო გამოსასწორებელი" - ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი დედაზე, ბავშვობასა და საკუთარ ცხოვრებაზე 

" ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს" - ქეთათო პოპიაშვილი ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს 

ირაკლი ჩარკვიანის პირველი მეუღლე ქეთი ქობულია იყო. როცა დაქორწინდნენ, ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. წყვილს შვილი არ ჰყოლია. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.

  • მეორე ცოლი მოსკოველი გოგონა, ლენა იყო. გელა ჩარკვიანი რძალთან პირველ შეხვედრას წლების შემდეგ იხსენებდა:  ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''

"მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მკაც­რი მამა იყო. დი­ა­ლო­გით მიხ­სნი­და, მზრდი­და, რო­გორ ადა­მი­ა­ნად უნდა ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი.

7 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ვერც მივ­ხვდი, რა მოხ­და. არა­ფე­რი გან­მიც­დია მტკივ­ნე­უ­ლად, მთე­ლი ოჯა­ხის ძა­ლის­ხმე­ვით მშვი­დად და წყნა­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მახ­სოვს, სამ­სა­ხუ­რი­დან დავ­ბრუნ­დი, დე­დამ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, მამა და­ი­ღუ­პაო. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც სიზ­მარ­ში: ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი, თვითმფრი­ნა­ვი, თბი­ლი­სი, დაკ­რძალ­ვა, ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი და მოს­კო­ვი... 6 თვის შემ­დეგ მივ­ხვდი რე­ა­ლუ­რად, რა მოხ­და. მივ­ხვდი, რომ მე ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე" - ამბობდა მაქსიმე ერთ-ერთი ინტერვიუში.

ამჯერად სოციალურ ქსელში მაქსიმეს ახალი ვიდეო ვრცელდება - იგი "სარაჯიშვილის" სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას: