ირაკლი ჩარკვიანი 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა, განსხვავებული იმიჯი, მუსიკა, პირადი ცხოვრება, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს.
12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე ირაკლი აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ.
"ბავშვობაში შფოთვა მქონდა, ტელეფონზე დარეკვაც კი არ შემეძლო... ქეთათომ ყოველთვის იცოდა, რა იყო გამოსასწორებელი" - ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი დედაზე, ბავშვობასა და საკუთარ ცხოვრებაზე
" ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს" - ქეთათო პოპიაშვილი ირაკლი ჩარკვიანს იხსენებს
ირაკლი ჩარკვიანის პირველი მეუღლე ქეთი ქობულია იყო. როცა დაქორწინდნენ, ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. წყვილს შვილი არ ჰყოლია. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.
- მეორე ცოლი მოსკოველი გოგონა, ლენა იყო. გელა ჩარკვიანი რძალთან პირველ შეხვედრას წლების შემდეგ იხსენებდა: ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''
"მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ძალიან კარგი, მეგობრული, მაგრამ ამავე დროს, მკაცრი მამა იყო. დიალოგით მიხსნიდა, მზრდიდა, როგორ ადამიანად უნდა ჩამოვყალიბებულიყავი.
7 წლის ვიყავი, როცა დედასთან ერთად მოსკოვში წავედი საცხოვრებლად. ვერც მივხვდი, რა მოხდა. არაფერი განმიცდია მტკივნეულად, მთელი ოჯახის ძალისხმევით მშვიდად და წყნარად მოხდა ყველაფერი, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ.
მოულოდნელი იყო ჩემთვის მამას გარდაცვალება. მახსოვს, სამსახურიდან დავბრუნდი, დედამ სამზარეულოში გამიყვანა და მითხრა, მამა დაიღუპაო. შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში: ტაქსი, აეროპორტი, თვითმფრინავი, თბილისი, დაკრძალვა, ტაქსი, აეროპორტი და მოსკოვი... 6 თვის შემდეგ მივხვდი რეალურად, რა მოხდა. მივხვდი, რომ მე ნამდვილი მეგობარი დავკარგე" - ამბობდა მაქსიმე ერთ-ერთი ინტერვიუში.
ამჯერად სოციალურ ქსელში მაქსიმეს ახალი ვიდეო ვრცელდება - იგი "სარაჯიშვილის" სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას: