"ამას არ უარვყოფ, როცა შევუღლდით, ოთარს ცოლი ჰყავდა, მაგრამ ჩვენს გრძნობას დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა" - Marao

"ამას არ უარვყოფ, როცა შევუღლდით, ოთარს ცოლი ჰყავდა, მაგრამ ჩვენს გრძნობას დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა"

2024-04-05 12:45:44+04:00

"ძალიან რთულად გადასატანი იყო ჩემთვის ჭორები. ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა. როცა შევუღლდით, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა. ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა", - ამბობდა ოთარ ტატიშვილის მეუღლე თიკა სვანიშვილი "სარკესთან" საუბრისას. 

თიკა სვანიშვილი პროფესიით მოზრდილთა და ბავშვთა სტომატოლოგი-თერაპევტია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში, არის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. 

  • "სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს" - ეკა არჩვაძე ქორწინების სამი წლის თავზე, შვილებსა და მეუღლეზე 
  • "მშვენიერი და წარმატებული ნანი" - ოთარ ტატიშვილის ქალიშვილი მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: როგორია ცნობილი ექიმის ოჯახური იდილია 

ოთარ ტატიშვილიც პროფესიით ექიმია, კერძოდ, ექიმი-რადიოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფართო საზოგადოებამ კი პოპულარულ სერიალ "შუა ქალაქში" შესრულებული ირაკლის როლით გაიცნო. მას შემდეგ ოთარ ტატიშვილი სხვადასხვა იუმორისტული გადაცემის წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ, იყო რადიო "იმედის" საავტორო გადაცემა "ჯაზოთერაპიის", საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშების, ტელე-კომპანია "იმედის" "ღამის შოუსა" და "იმედის დილის"  წამყვანი. ის დღესაც აქტიურად საქმიანობს ტელევიზიაში და ეკრანებზეც ხშირად ვხედავთ. 

ოთარ ტატიშვილის პირადი ცხოვრება 

ოთარ ტატიშვილი დაქორწინებული იყო ექიმ ეკა არჩვაძეზე. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, თუმცა ოჯახი მალევე დაენგრათ. ოთარმა მეორედ თიკა სვანიშვილზე იქორწინა, მათ ერთი გოგონა, ნანიკო შეეძინათ. ნანიკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. 

ოთარისა და ეკას ვაჟები დედასთან იზრდებოდნენ, თუმცა მამასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. წლების შემდეგ მეორედ ოჯახის შექნა ეკამაც გადაწყვიტა და მომღერალ გია დავითიანზე იქორწინა. 

  • „ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის... მე და გია ერთმანეთით ნამდვილად ბედნიერები ვართ“ - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან ურთიერთობის შესახებ 

"როცა საქმე დედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გაგვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გავიაზრეთ, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ. დღეს მიხარია, რომ დედა კარგადაა, ბედნიერია. როგორც იქნა, 25 წლის შემდეგ საკუთარ თავზე პირველად იფიქრა. მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვერდით კარგი და სანდო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“, - ამბობდა შოთიკო ტატიშვილი დედის შესახებ.