"სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს" - ეკა არჩვაძე ქორწინების სამი წლის თავზე, შვილებსა და მეუღლეზე - Marao

"სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს" - ეკა არჩვაძე ქორწინების სამი წლის თავზე, შვილებსა და მეუღლეზე

2024-02-18 17:08:04+04:00

მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი 2021 წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა მათ სიყვარულს თავდაპირველად ხმაურიც მოჰყვა. ეკა არჩვაძე დაქორწინებული იყო ექიმ და მსახიობ ოთარ ტატიშვილზე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ. დაშორების შემდეგ ოჯახი ოთარმაც შექმნა და ეკამაც იპოვა სიყვარული, რომლის შესახებაც მან ჟურნალ "სარკესთან" ვრცლად ისაუბრა:

"სულ ვგრძნობ, რომ თითოეულ ფრაზას მე მიძღვნის, ისე ჩაიხედავს ხოლმე კამერაში, რომ ვიცი, ეს მზერა მე მეკუთვნის“ - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური ბედნიერება 

  • როგორ მიიღეს შვილებმა გია დავითიანისა და ეკა არჩვაძის სიყვარული 

"ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მშვი­დი პე­რი­ო­დია. ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად მი­დის. ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. რა თქმა უნდა, გიას ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლდე­ბა, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ და ეს მსი­ა­მოვ­ნებს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ადა­მი­ანს გვერ­დით ჰყავ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. მე­უღ­ლე ჯერ მე­გო­ბა­რი უნდა იყო. როცა იცი, რომ შენ­ზე ვი­ღაც ზრუ­ნავს, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლი როცა მო­დის, ფრთე­ბი გეს­ხმე­ვა. ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას, რა გრძნო­ბი­თაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. დღემ­დე ვა­ნე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზე­ბით. ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს ყო­ვე­ლი წუ­თით და წა­მით. სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ.

  • ნამ­დვი­ლად დავ­რწმუნ­დი, რომ ასაკ­ში უფრო სა­ჭი­როა სიყ­ვა­რუ­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას.

რა თქმა უნდა, შვი­ლებ­მა დიდი დრო წა­ი­ღეს. შე­იძ­ლე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რად­გან ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მშობ­ლე­ბიც გვერ­დში მედგნენ, რომ ჩემი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის გამო, კა­რი­ე­რა­ში რა­ღა­ცე­ბი გა­მოვ­ტო­ვე, რა­ღაც შან­სე­ბი არ გა­მო­ვი­ყე­ნე, მაგ­რამ ერთი წუთი არ ვნა­ნობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შვი­ლე­ბი მყავს. ყვე­ლა დე­დას უნდა, მისი შვი­ლის გვერ­დით იდ­გეს ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ჩემს შვი­ლებს ვინ­მე ისე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ მქო­ნია. არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვარ. ორი­ვემ ლა­მა­ზი ოჯა­ხი შექ­მნა. შვი­ლიშ­ვილ­ზეც აღ­ვნიშ­ნე, რომ პირ­ვე­ლი გოგო მინ­დო­და და ამი­ტომ რო­დე­საც პირ­ვე­ლი რძა­ლი შე­მო­ვი­და ოჯახ­ში, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ყვე­ლა დე­დას უნდა ჰყავ­დეს გოგო შვი­ლიც, არც ერთ ეტაპ­ზე არ მქო­ნია დე­დობ­რი­ვი ეგო­იზ­მი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ბედ­ნი­ე­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ბევ­რს და­უს­ვამს კი­თხვა, რა ჯო­ბია ცალ­კე იცხოვ­როს წყვილ­მა თუ დიდ ოჯახ­თან ერ­თა­დო. ეს სა­კი­თხი დღემ­დე ჩემ­თვის ამო­უხ­სნე­ლია. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წელი თა­ვი­დან კარ­გია, როცა დიდი ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობს, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია გა­ი­თა­ვი­სონ.

"გილოცავ, სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეები გქონდეს მუდამ" - ეკა არჩვაძისა და გია დავითულიანის ცხოვრება და მილოცვა მომღერალ მეუღლეს 

ჩვე­ნი აზ­რე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი უმე­ტე­სად და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს, სტუ­მა­რი ორი­ვეს გვიყ­ვარს და ჩვე­ნი ოჯა­ხის კარი ყო­ველ­თვის ღიაა. გიას ისე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, რაც არ უნდა უთხრა, ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხმდე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ბრო­წე­უ­ლა­ში ყოფ­ნა. რა თქმა უნდა, იქ ზა­ფხულ­ში დიდ დროს ვა­ტა­რებთ, ვიდ­რე ზამ­თარ­ში. ერთი კვი­რა თუ გავა და ბრო­წე­უ­ლა­ში არ წა­ვე­დით, გიას იქა­უ­რო­ბა ენატ­რე­ბა. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. არა მარ­ტო სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­შიც ბევ­რს დავ­დი­ვარ.

  • ბუ­ნე­ბით ვარ ისე­თი, რომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ბედ­ნი­ე­რი და ლაღი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მა­ბედ­ნი­ე­რებს და ბედ­ნი­ერ წუ­თებს მჩუქ­ნის. შე­უ­და­რე­ბე­ლი გრძნო­ბაა. როცა გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ შენ­ზე ფიქ­რობს. 25 წე­ლია მსგავ­სი შეგ­რძნე­ბა არ მქო­ნია...