"ელიტ მოდელ ლუქის" მოდელი, ლიკა რიგვავა ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა - ამის მიზეზი კი მისი წარმატებული სამოდელო კარიერაა.
გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მოდელი - ეთო მიგრიაულის გზა თბილისის მოდის კვირეულიდან პარიზამდე
"პატარა მატილდა" - მატილდა გვარლიანი ბავშვობის ფოტოებს გვიზიარებს
ლიკა რიგვავა
ახალგაზრდა გოგონა პოდიუმზე "Mercedes Benz Fashion Week თბილისიდან" გამოჩნდა. სწორედ იქ იხილა მოდელი ცნობილი გამოცემის, Vogue-ის წარმომადგენელმა და 5 საუკეთესო ქართველ მოდელ გოგონას შორისაც დაასახელა.
ლიკა თანამშრომლობს როგორც ქართველ დიზაინერებთან და ადგილობრივ გამოცემებთან, ისე უცხოელ დამკვეთებთან. უმუშავია ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა : Harpers Bazaar, Boutique, ID Magazine, Dazed Magazine, Schon Magazine.
მისი კიდევ ერთი წარმატებული გამოჩენა სწორედ გუჩის 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენებას უკავშირდება, სადაც ალესანდრო მიკელეს მიერ გუჩისთვის შექმნილი კოლექცია წარადგინა რომში, კერძოდ, კაპიტოლიუმის სამუზეუმო კომპლექსში.
„მოვიტყუები რომ გითხრათ 13 წლის ასაკში იგივე თავდაჯერებულობა მქონდა, როგორიც ახლა. ეს მოდის დროსთან ერთად, სიტუაციებიდან გამომდინარე იზრდები, რაღაცებს სწავლობ, რაღაცების მიღებას იწყებ, რაღაცების გატარებას იწყებ ესე რომ ვთქვათ ჟარგონულად. ეს ძალიან მკაცრი სფეროა. ძალიან მყარი უნდა იყო და ადვილად არ უნდა ეგუებოდე რაღაცებს, იმიტომ რომ პერიოდულად იმდენ უარს იღებ, რომ შენ თუ ოცმა უარმა შეგაშინა, ის ოცდამეერთე შენი ვეღარ გახდება, ვერ იქნება შენი. ნებისმიერი შანსი, რაც გეძლევა, აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან ყოველთვის გზრდის. იმით რომ რაღაც გამოცდილებას იღებ, შენ არაფერს არ კარგავ. ახალი გამოცდილებისთვის ღია უნდა იყო. წლები უფასოდაც დავდიოდი გადაღებებზე, რადგან საჭიროა ეს გამოცდილება, მე ასე ვთვლი. მერე უკვე მიდიხარ შედეგამდე. არის გარკვეული რიგი შემთხვევები, როცა უცებ ხდება რაღაც, მაგრამ ყველასთვის ერთი და იგივე მაგალითი ვერ იქნება, რადგან თითოეული შემთხვევა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. საოცნებო სამსახურზე არ ვფიქრობ ხოლმე, რადგან ნებისმიერი სამსახური, რასაც ვაკეთებ, ქასთინგიც კი, ოფშენიც კი, ყველაფერი ისე მიხარია და იმდენად სასიამოვნოა, რომ დიდად არ ვფიქრობ და თავს არ ვიღლი იმაზე ფიქრით, რომ ერთ დღეს ნეტა ეს გავაკეთო. უბრალოდ კონცენტრირებული ვარ იმ რეალობაზე რაც მაქვს და ამ რეალობაზე ვმუშაობ“ - ამბობდა ლიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.