კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ. დიდ მოწონებას იმსახურებს ლელას სტილი:
"სასცენო კოსტიუმებს ძირითადად ვიკერავ, რადგან არ მინდა, დარბაზში ვინმე იგივე კოსტიუმით აღმოჩნდეს. ქართველ დიზაინერებთანაც ვთანამშრომლობ, მაგრამ, უფრო ხშირად, ვიკერავ. ვითვალისწინებ, სად ტარდება კონცერტი, რა უნდა ვიმღერო... 100-ზე მეტი საკონცერტო კაბა მექნება, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა. გინახავთ, რომელიმე ვარსკვლავი ერთი და იმავე სამოსით გამოდიოდეს სცენაზე? ეს მიღებული პრაქტიკაა. ძალიან ვუვლი შემდეგ ამ კაბებს, მენანება გადაკეთება, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრების ისტორია, ჩემი შემოქმედება. ყველა კაბას თავისი ენერგეტიკა აქვს, ჩემი ნაშრომით შექმნილია, არ მიყვარს სხვებისთვის ჩუქება", - ამბობდა ლელა წურწუმია წლების წინ ეკო ფანგანის რუბრიკაში სტუმრობისას.
ქართველ პოპ-მომღერალს გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით.ზ ამჟამად მიჰყავს გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მთავარ არხზე და, პარალელურად, აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლის იყო, როცა მუსიკით სერიოზულად დაინტარესდა და კერძო პედაგოგთან მომზადებაც დაიწყო.
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. კარიერის დაწყებიდან 2000 წლამდე, 2002 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე. ეს პერიოდები მუსიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებიტ წარმატებული იყო, თუმცა, რასაკვირველია, წარუმატებელი და კრიზისული მომენტებიც არაერთი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და აქტუალურობას, მართავს კონცერტებს, მათ შორის, სოლო-კონცერტებსაც და მისი შოუები ყოველთვის უამრავი მსმენელის ფონზე მიმდინარეობს.
ლელა წურწუმუა დაქორწინებულია პროდიუსერ კახა მამულაშვილზე. კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.