ნაქსოვი ტანსაცმელი ფრანგი ქალების გარდერობის განუყოფელი ნაწილია - იდეალური იქნება საგაზაფხულო სტილისთვის. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ უნდა შეუსაბამოთ კარდიგანი განსხვავებულ ჩაცმულობებს:
შანელის კარდიგანი თავს ნამდვილ ფრანგ ქალად გაგრძნობინებთ, თუმცა თავი ზედმეტად გადატვირთულ ლუქს რომ ავარიდოთ, შეეცადეთ იგი ლოფერებსა და ჯინსს შეუხამოთ. ასე უფრო სადა და დახვეწილ სტილს მიიღებთ.
2. CROPPED კარდიგანი + ჯინსი
მოკლე კარდიგანი განსაკუთრებით პოპულარული იყო 90-იან წლებში. ეს სტილი იდეალურად გამოიყურება მაღალწელიან ჯინსთან.
3. შავი კარდიგანი + PREPPY პერანგი
იმისთვის, რომ ტანსაცმელი სკოლის ფორმას არ დაემსგავსოს, შეეცადეთ თეთრი პერანგი ზოლიანით, ან თუნდაც ფერადით ჩაანაცვლოთ.
4. ფუმფულა კარდიგანი + კლასიკური შარვალი
კარდიგანისა და კლასიკურ შარვლის კომბინაცია ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. შეგიძლიათ ლუქს კლასიკური ფეხსაცმელი და ჩანთა დაამატოთ.