ერთ დროს წარმატებული მომღერლების, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების სიმღერები დღეს მთელმა საქართველომ ზეპირად იცის. 80-იანი წლების დასაწყისში, მათი შესრულებული „კართან მოდგა შემოდგომა“ და „სიჭაბუკე“ ყველაზე პოპულარულ სიმღერებად იქცა. ყველაფერი კი 60-იან წლებში, ფილარმონიაში დაიწყო, როცა წყვილმა ერთმანეთი პირველად გაიცნო.
დუეტი 1964 წელს არჩილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წლის შემდეგ არჩილი და მაყვალა დაოჯახდნენ და მათ დუეტს „ჩიხლაძეები“ ეწოდა. არაერთხელ იმოგზაურეს ძალიან წარმატებული გასტროლებით საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს მასშტაბით, მათ მიერ შესრულებული სიმღერები დღემდე ინარჩუნებენ განსაკუთრებულ პოპულარობას ქართველ და მსოფლიო მსმენელში.
მართალია მოგვიანებით მათი ოჯახი დაინგრა, თუმც ხალხისთვის მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები ყველაზე საყვარელი დუეტად დარჩა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი შეეძინა.
"მაყვალა ფილარმონიაში გავიცანი. მაშინ ტრიოში მღეროდა. მისი ხმა ძალიან მომწონდა. რეპეტიციებზე მივდიოდი და ვუსმენდი. მაყვალამდე დუეტში სიმღერის გამოცდილება მქონდა – გიზო დათუაშვილთან ერთად ვმღეროდი და მე პირველ ხმას ვასრულებდი. შემდეგ მაყვალას ტრიო დაიშალა და აპირებდა, ისევ ტრიო გაეკეთებინა. მე მას ჩემთან ერთად სიმღერა შევთავაზე. მართლაც, გავაკეთეთ დუეტი და ისეთი კარგი გამოვიდა, ერთ კვირაში მე და მაყვალა გასტროლებზე გაგვიშვეს. დღეს, არ არსებობს ოჯახი, ჩიხლაძეები რომ არ იცოდნენ. ჩვენი უამრავი ფირფიტა გამოდიოდა...
მე ძალიან ეშმაკი, მექალთანე ვიყავი. პოპულარული ბიჭი ვიყავი, ქალებისგან ყურადღება არ მაკლდა. მაყვალა რომ ჩემი ცოლი გახდა უკვე შეჩვეული ვიყავი, მომწონდა ახალ-ახალ გოგოებთან ურთიერთობა. ქალი მიყვარს. ქალს რომ დავინახავ, ახლაც ვდნები... მე ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. მაყვალა კი პატარა გოგოსავით იყო, თითქოს აკვნიდან ახლა ამოიყვანესო – მიამიტი, უეშმაკო... ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა, ტიროდა, ძალიან ასერიოზულებდა.
ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ვნანობ. მაშინაც ვფიქრობდი ხოლმე, რომ ცუდად ვიქცეოდი... ცოტა ხანს გავჩერდებოდი, მაგრამ ისევ ვაგრძელებდი... მაშინ იმდენს ვერ ვხვდებოდი, მერე მივხვდი, მარტო რომ დავრჩი. მაყვალას თანადგომითა და ხათრით, ყველა ძმაკაცი, თუ მეგობარი ჩამომშორდა – ეცოდებოდათ. მე, ვითომ იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ძალიან ვნანობდი, რომ ადამიანს ვჩაგრავდი, მისი მიამიტობით ვსარგებლობდი... ჩემი მხრიდან საშინელი საქციელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან ხვდები ადამიანი... მაყვალას დაკარგვის შემდეგ ყველაფერი აირია. ვიპოვე, მაგრამ ვერ გავუფრთხილდი, სულელურად დავკარგე." - ამბობდა არჩილ ჩიხლაძე.
დაშორებისა და დუეტის დაშლის მიზეზებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ, მაყვალა ჩიხლაძემ გადაცემის "ნიკოლოზის კითხვების" სტუმარი იყო, სადაც მეუღლესთან დაშორების შესახებ ისაუბრა:
არჩილს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. დაშორების შემდეგ ვნახულობდი. ვუვლიდით... ჩემთანაც მოდიოდა ხოლმე და სიმღერებს მასმენინებდა. საჭმელ ვუკეთებდი... ნელ-ნელა ეს დაავადება მოერია და მძიმედ იყო. ამ პერიოდში გვლანძღავდნენ, ჭორი აგორდა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით და მშიერი იყო... ჟურნალისტებმა ფოტოები გადაუღეს, სადაც გამხმარ პურის ჭამდა.
ჩემს მერე ორი ცოლი ჰყავდა, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ. სახლიდან მიდიოდა და იკარგებოდა. ბოლოს იძულებული გავხდით, რომ მოხუცთა თავშესაფარში წაგვეყვანა, იქაც კვირაში ორჯერ ვაკითხავდით, პროდუქტები აგვქონდა. როგორც შეგვეძლო, ბოლომდე გვერდში ვედექით..." - ამბობდა მაყვალა ჩიხლაძე.