პრინცი ჰარი თავის თავს ტახტის სათადარიგო მემკვიდრეს უწოდებს და სწორედ ამ მემუარებში აღწერს იმ დაძაბულობას, რომელიც ოჯახში მეგან მარკლთან ქორწინებამ გამოიწვია. ჰარი ამბობს, რომ ოჯახში მას ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ და ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისი დაბადების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ თუ უილიამს რაიმე დაემართებოდა, ტახტზე მისი შემცვლელი იქნებოდა.
ბავშვობაში მეფე ჩარლზი მას ჩაგრავდა. ხშირად ეხუმრებოდა წითურ თმაზე. ერთხელ კი მამამ მას ისიც კი უთხრა: „ვინ იცის, იქნებ შენ ჩემი შვილი არ ხარ და დაიანას ჯეიმს ჰიუიტისგან ეყოლეო“. პრინცესა დიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას რომანი ჰქონდა ბრიტანეთის არმიის ოფიცერთან, ჯეიმს ჰიუიტთან. ჰარისა და ჯეიმსის ფიზიკურ მსგავსებაზე ტაბლოიდები წლების განმავლობაში წერდნენ, თუმცა ცნობილია, რომ დიანა ჰიუიტს ჰარის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ შეხვდა.

მემუარებში ის შემდეგ სიტყვებს წერს: „ბალმორალში ვიყავით. მეძინა. მამამ გამაღვიძა და მითხრა, რომ დიანა მოკვდა. შოკირებული ვიყავი, თუმცა ჩარლზი არც კი ჩამხუტებია“.
"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება. ვისურვებდი, ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე ბნელ მომენტში, ისინიც იქ ყოფილიყვნენ ჩემთვის. "

"ყოველთვის მეგონა, რომ ბებია ყველა ნორმალურ ადამიანურ ემოციას განიცდიდა. მან უბრალოდ უკეთესად იცოდა, როგორ უნდა ეკონტროლებინა ისინი. მინდოდა ჩავხუტებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი იყო." - საუბრობს ჰარი დედოფალ ელიზაბეტის შესახებ.

ჰარის ბიოგრაფია
პრინცი ჰარი დაიბადა 1984 წლის 15 სექტემბერს, ლონდონში. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო კარიერა აირჩია და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. 2012-2013 წლებში, 20 თვის განმავლობაში ჰარი ავღანეთშიც იმყოფებოდა. პრინცმა საკუთარი სამხედრო კარიერა 2015 წლის ივნისში დაასრულა. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-5 მემკვიდრეა.
არსებობს ვერსია, რომ პრინცი ჰენრის ბიოლოგიური მამა არა მეფე ჩარლზი, არამედ ჯეიმზ ჰევითია, რომელთანაც დიანას ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერსია არ დასტურდება. ამას არ ადასტურებს არც თავად ჯეიმზი და იგი აცხადებს, რომ როცა დიანას და მისი ურთიერთობა დაიწყო, ჰენრი უკვე დაბადებული იყო.
2023 წელს გამოსცა წიგნი „სათადარიგო“, რომელშიც ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრები მისი და მისი მეუღლის, მეგან მარკლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.