Look Models Management-ის მოდელმა ლიკუნა მეტრეველმა და ყველასთვის კარგად ნაცნობმა ტელესახემ, ვასო ფხაკაძემ, ერთმანეთი 2012 წელს „მის საქართველოზე“ გაიცნეს და თანაცხოვრების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის ქართულ ეკლესიაში დაიწერეს.
"სილამაზე გოგოები" - ლიკუნა მეტრეველისა და ვასო ფხაკაძის შვილი იუბილარია
"ორი ულამაზესი გოგონა და იდეალური ოჯახი" - ვასო ფხაკაძისა და ლიკუნა მეტრეველის ოჯახური იდილია
ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. ვასო ფხაკაძე კი დიდი ხანია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იუმორისტია. წლების განმავლობაში ის არაერთი კომედიური შოუს მსახიობი იყო და მაყურებელს თავი სწორედ ამ საქმიანობით შეაყვარა.
წყვილს ორი შვილიც ჰყავს. მეუღლეზე 16 წლით უმცროსია. ის "რუსთავი 2"-ში მუშაობს, თუმცა იურიდიულ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას მოდელობასაც უთავსებს.
- ამჯერად ლიკუნა შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს:
"ჩვენი დედაშვილური სიყვარულის/ურთიერთობის მიღმა დიდი მეგობრობა დგას... ვსაუბრობთ ყველაფერზე, მნიშვნელოვანზე თუ ნაკლებად მნიშვნელოვანზე, ვუზიარებთ შეხედულებებს და ვცემთ ერთმანეთის აზრებს პატივს. მათ გვერდით სამყარო კიდევ უფრო ლამაზი, ფერადი და პოზიტიურია" - წერს ლიკუნა.