თინა კანდელაკმა საკუთარ მიკრობლოგში დადო ფოტო, რომელზეც ის მაკიაჟის გარეშეა. ცნობილი ადამიანებიდან თინა პირველი არ არის, ვინც არ მოერიდა და საკუთარი თავი უმაკიაჟოდ გამოაჩინა.
ბევრი ვარსკვლავი ბუნებრივად კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურება, ბევრის ცნობა კი მაკიაჟის გარეშე, ალბათ, გაგიჭირდებათ.
ტელეწამყვანი თაყვანისმცემლებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. უმეტესობა ერთ აზრამდე მივიდა – რომ თინა კანდელაკი მაკიაჟის გარეშე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება. ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ ტელეწამყვანის ამოცნობა ფოტოზე გაუჭირდა.
საინტერესოა, თქვენ როგორ შეაფასებთ რუსეთში წარმატებით მოღვაწე ქართველ ქალბატონს მაკიაჟის გარეშე.