1973 წელს რომის ქუჩები გადაკეტილია, ქალაქში არ მუშაობს ტრანსპორტი - მოსახლეობა უკანასკნელ გზაზე აცილებს ანა მანიანს. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს: ”მშვიდობით, ნანარელა!”… ნანარელა – ასე ეძახდნენ სამშობლოში ანა მანიანს.
"მაშინ ისე მოვიქცევი, როგორც გიჟი" - მერილინ მონროს ემოციური წერილი საგიჟეთიდან
იტალიური ნეორეალიზმის მთავარი ფიგურა ანა მანიანი 1908 წლის 7 მარტს, რომში დაიბადა. დედა მკერავი იყო, მამას - არ იცნობდა. მშობიარობის შემდეგ მარინამ შვილი ბებიას მიანდო და სკანდალის თავიდან ასაცილებლად ეგვიპტეში, ალექსანდრიაში გადავიდა. პატარა ანა ყოველთვის განიცდიდა მშობლების არყოლას, ამიტომ როგორც კი წამოიზარდა მამის ძებნა დაიწყო: საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ მისი სახელი პიეტრო დელ დუსი იყო, ამის მიუხედავად მსახიობი მამას არასდროს შეხვედრია.
ბებია ანას ხუთ დეიდასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ზრდიდა. პატარა ანას რამდენი თვის მონაზონტა პანსიონატში გატარება მოუწია, იქიდან დაბრუნებულმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო და Accademia di Santa Cecilia-ში ჩაირიცხა. თუმცა მოგვიანებით მუსიკას თავი დაანება და მსახიობობა გადაწყვიტა.
1927 წელს დრამატურგ დარიო ნიკოდემის თეატრალურ დასს შეუერთდა და მათთან ერთად დაიწყო მოგზაურობა. ეკრანზე მისი დებიუტი ფილმში სორენტოს ბრმა ქალი (1934) შედგა, თუმცა მისი სამსახიობო ნიჭი ყველაზე კარგად Tempo massimo - ში გამოავლინა.
„როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი ხიბლი? ის არ იყო ლამაზი, თვალების ქვეშ მუდამ მუქი წრეები ჰქონდა, ფერმკრთალი სახე და ისეთი შავი თმა, ფეხები წვრილი და ოდნავ მოხრილი, თეძოებში პატარა... მაგრამ სცენაზე თვალს ვერ მოაშორებდით".
1938 წელს ითამაშა თავად ტარაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში. თუმცა თეატრის სცენაზე უფრო უმართლებდა. ფილმებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”.
აღიარება 1945 წელს მოვიდა. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. მალე მანიანი იტალიური კინოს სახედ იქცევა.
1935 წელს ანა დაქორწინდა კინორეჟისორ გოფრედო ალესანდრინისზე. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მოგვიანებით მას ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა მასიმო სერატოსთან, იტალიელ მსახიობთან და მათ შეეძინათ ვაჟი, ლუკასი.
ლუკასი პოლიომიელიტით იყო დაავადებული. სერატომ უარი თქვა მამობაზე და წავიდა.
1948 წლეს, ინგრიდ ბერგმანმა რობერტო როსელინის ფილმი Paisà ნახა, მსახიობმა მაშინვე წერილი მიწერა დიდ რეჟისორს:
"ბატონო როსელინი, მე ერთი შვედი გოგონა ვარ და უკვე ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ. კარგად ვსაუბრობ ინგლისურად და ფრანგულად, იტალიურად კი მხოლოდ შემიძლია ვთქვა "მიყვარხარ". თქვენი ფილმი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ. დიდი პატივი იქნება, თუ თქვენს მომდევნო ნამუშევარში მივიღებ მონაწილეობას, თუნდაც პატარა როლით."
როცა როსელინიმ წერილი მიიღო, უკვე ანა მანიანისთან ერთად ცხოვრობდა, ოფიციალურად კი ჯერ კიდევ პირველ მეუღლეზე, მარსელა დე მარკისზე იყო დაქორწინებული. ბერგმანმა და როსელინიმ შეხვედრა გადაწყვიტეს: რეჟისორმა ანას უთხრა, რომ ძაღლებს სასეირნოდ წაიყვანდა და მალე დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა...
1955 წელს მანიანიმ შური იძია და ოსკარის ჯილდო მიიღო. როსელინისა და ბერგმანის ურთიერთობა კი კრიზისში შევიდა. რობერტოს არ სურდა, რომ ინგრიდს სხვა რეჟისორებტან ერთად ემუშავა. ინდოეთში გაემგზავრა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, საიდანაც ახალ საყვარელთან ერთად დაბრუნდა.
რობერტო როსელინი 1977 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის დროს მის გვერდით პირველი ცოლი, მარსელა იყო. ანა მანიანი 1973 წელს 65 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე მსახიობი მთელმა იტალიამ გააცილა.